Powered by Jasper Roberts - Blog

15:52 21.12.2016
მოამზადეთ უგემრიელესი სადილი – კარტოფილი სოკოთი!

 

ამ ნოყიერი სადილის მომზადებას დიდი დრო და ძალისხმევა არ სჭირდება! აუცილებლად სცადეთ მისი მომზადება!

ინგრედიენტები

  •  
    • 4ც. კარტოფილი
    • 400 გრ. შამპინიონი
    • 1ც. ხახვი
    • 100 გრ. კარაქი
    • 1/2 ს. კ ფქვილი
    • 250 გრ. ნაღები
    • 100 გრ. ყველი
    • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი

კარტოფილი კარგად გაწმინდეთ, ოღონდ არ გათალოთ. გაჭერით თითოეული სიგრძეზე ისე, რომ ორი თანაბარი ნაჭერი მიიღოთ.

გაათავისუფლეთ კარტოფილის ნახევრები შიგთავსისგან კოვზით. ისე, რომ ერთგვარი ნავის ფორმის, კარტოფილის ჯამები მიიღოთ. (დაახლოებით 5 მმ. სისქის). ჩააწყვეთ მიღებული კარტოფილის ჯამები ცივ წყალში, რომ ფერი არ შეიცვალოს.

დაბალ ცეცხლზე გაადნეთ კარაქი და მასში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი შამპინიონები 5-7 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ რაც შეიძლება წვრილად დაჭრილი ხახვი და თუშეთ საშუალო ცეცხლზე 7 წუთით. დაუმატეთ ფქვილიც.

თუშვისას დაუმატეთ შიგთავსს ნაღებიც, კარგად ურიეთ, მოაყარეთ მარილი და პილპილი. დატოვეთ ცეცხლზე მასა 3-4 წუთით.

დააწყვეთ კარტოფილი საცხობ ქაღალდზე, თითოეულში ჩააგდეთ კარაქის პატარა ნაჭერი, მოაყარეთ მარილი, პილპილი და მოათავსეთ სოკოს შიგთავსი. აცხვეთ 15 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუს ცელსიუსზე გახურებულ ღუმელში. 


15 წუთის შემდეგ მოაყარეთ თითოეულ ნაჭერს ყველი და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 15 წუთით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge