Powered by Jasper Roberts - Blog

14:47 03.12.2016
მოამზადეთ საოცრად არომატული კერძი - ღუმელში გამომცხვარი ვაშლი ბრინჯთან ერთად

მიირთვით ღუმელში გამომცხვარი ვაშლი ბრინჯთან ერთად

მოამზადეთ საოცრად არომატული კერძი და გემრიელად გაატარეთ შემოდგომა.

 

თქვენ დაგჭირდებათ 

• 140 გ. ბრინჯი.
• 400 მლ. რძე.
• 3 ს.კ. შაქარი.
• ½ ც. ვანილის ჩხირი.
• 2 ც. ვაშლი.
• ½ ც. ლიმონი.
• 1 ს.კ. ლიმონის წვენი.
• 2 ს.კ. კარაქი.
• 1 ს.კ. არაჟანი 
• ალუბლი მურაბა გემოვნებით.
• მწიკვი მარილი.

✔ აადუღეთ რძე, ურიეთ და დაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი. მოაყარეთ მარილი და შაქარი. განგრძეთ მორევა და ხარშეთ, ძალიან დაბალ ცეცხლზე, სანამ ბრინჯი არ მომზადდება. დაუმატეთ ვანილის ჩხირის შიგთავსი (შეგიძლიათ ვანილის ესენცია გამოიყენოთ).

 

✔ სანამ ბრინჯი იხარშება, გაჭერით ვაშლი შუაზე, ამოაცალეთ გული და მოასხით ლიმონის წვენი. გააცხელეთ ღმელი 160 გრადუსზე.

 

✔ წაუსვით საცხობ ტაფას კარაქი და თანაბრად მოათავსეთ მასზე ბრინჯი და ზევიდან გასაუსვით არაჟანი. ვაშლი ნახევრამდე ჩადეთ ბრინჯში (მრგვალი მხრით). შუაში კი ჩადეთ კარაქი. დაახეხეთ ლიმონის ცედრა და შედგით ღუმელში, სანამ ვაშლი არ დარბილდება და ეფერს არ შეიცვლის.

 

✔ გადაანაწილეთ ისე, რომ თითოეულ თეფშზე იყო ვაშლი. ზევიდან კი მოასხით ალუბლის მურაბა.

 

გემრიელად მიირთვით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge