Powered by Jasper Roberts - Blog

16:02 01.12.2016
უგემრიელესი სამარხვო მაფინები- მოამზადებთ მარტივად და სწრაფად!

მომაზადეთ და მიირთვით უგემრიელესი სამარხვო მაფინები დესერტად

 

თქვენ დაგჭირდებათ ☛

• 140 გ. ფქვილი.
• 100 გ. შაქარი.
• 100 გ. შვრიის ფანტელი.
• 1 ს.კ. გამაფხვიერებელი.
• 1 ს.კ. სელის ფქვილი.
• 1/4 ჩ.კ. მარილი.
• 3 ს.კ. ვაშლის სოუსი.
• 3 ს.კ. ზეთი.
• 240 მლ. სოიოს რძე.
• 120 გ. კენკრა ახ ხილი თქვენი გემოვნებით.

✔ გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსზე. წაუსვით ზეთი ფორმებს, და თითოეულში მოათავსეთ ქაღალდი.

✔ აურიეთ ერთმანეთში ფქვილი, შვრიის ფანტელი, გამაფხვიერებელი, სელის ფქვილი და მარილი.

✔ ცალკე ჯამში აურიეთ ერთმანეთში ზეთი, ვაშლის სოუსი და სოიოს რძე. მიღებული მასები შეურიეთ ერთმანეთში და ფრთხილად დაამატეთ კენკრა ან სასურველი ხილის ნაჭრები.

✔ ფორმების 3/4 ამოავსეთ ცომით დ აცხვეთ 17-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge