Powered by Jasper Roberts - Blog

17:56 30.11.2016
სტერეოტიპი - რომ კიბო არ იკურნება - ჰომეოპათმა კახა საბახტარიშვილმა დაამსხვრია!

კახა საბახტარიშვილი  მედიცინის ისტორიის მკვლევარი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის წევრი და მედიცინის ისტორიკოსთა მსოფლიო საზოგადოების ნამდვილ წევრგახლავთ.  ის ბავშვობიდანვე ძველი ქართული მედიცინით იყო გატაცებული. მისმა მეთოდებმა და პრეპარატებმა, შეიძლება ითქვას, საზოგადოებაში დაამსხვრია სტერეოტიპი, რომ კიბო არ იკურნება. მისი წამლები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მეტიც, მისი თქმით, „გრიპისი საბა“ პირველი ქართული პრეპარატი იქნება, რომელიც, ევროკავშირის ბაზარზე გაიყიდება.   თუ რა გზა გაიარა კახა საბახტარიშვილმა მედიცინაში, ამის შესახებ,  ექსკლუზიურად ,,ჯორჯიან თაიმსს“ თავად ესაუბრა:

 


-         გვითხარით, როგორია ექიმი კახა საბახტარიშვილი ?


გახლავართ ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის  აკადემიკოსი, საერთაშორისო ჰომეოპათიური ლიგის და მედიცინის ისტორიკოსთა მსოფლიო საზოგადოების ნამდვილ წევრი. 2005-2009 წლებში,  მე-13 პოლიკლინიკის გენერალური დირექტორის თანამდებობა მეკავა. ჩემი კვლევის თემა მედიცინის ალტერნატიულ საშუალებებს და ზოგადად, ხალხურ მედიცინას ეხებოდა. 

1986 წელს წარჩინებით დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერისტეტი და რესბულიკურ საავადმყოფოში,  ნევროლოგიის კათედრაზე დავიწყე მუშაობა. ამ პერიოდში დაიბეჭდა ჩემ მიერ გამოცემული 50-მდე ნაშრომი. ამასთანავე, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ინტერესის სფეროს ყოველთვის  მედიცინის ალტერნატიული მიმართულებები წარმოადგენდა.

 

-         რამ განაპირობა თქვენი მედიცინის სფეროთი დაინტერესება? კონკრეტულმა პიროვნებამ თუ მოვლენამ?


ძველი ქართული მედიცინა პირველივე კურსიდან მიტაცებდა, რამეთუ, მას უფრო ძველი ისტორია აქვს, ვიდრე თვით ჩინურ და ტიბეტურ მედიცინას. იმ პერიოდში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ქართული მედიცინის ისტორიის ბრწყინვალე  კათედრა არსებობდა, რომელსაც,  ბატონი მიხეილ შენგელია განაგებდა. მან გვასწავლა, რომ მედიცინის აკვანი სწორედ სქართველოა. ეს ცოდნა მედეადან მოდის. პირველი კურსიდან გავეცანი წიგნებს:  „უსწორო კარაბადინი“, „სააქიმოი“  და ა.შ. აღნიშნული წიგნების დამუშავება იყო და არის ჩემი ინტერესის სფერო. ყველაფერმა ამან კი,  ალტერნატიული გზების ძებნამდე მიმიყვანა.


მეორე პიროვნება, ვინც დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, გახლდათ ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი,-ალექსანდრე გაჩეჩილაძე, რომელიც, პრეპარატ „კატრექსის“ ავტორია. ჩავთვალოთ, რომ ამ ორმა პიროვნებამ უდიდესი გავლენა მოახდინეს ჩემს სამომავლო პროფესიაზე. ჩვენ ძველი ქართული  და ჰომეოპათიური მიდიცინის სინთეზის საფუძველზე შევქმენით პრეპარატები: ,,გულის ელექსირი“,  ,,გრიპისი საბა“, და ,,მამოსილი“,  რომლებიც, 15 წლის განავლობაში იქმენებოდა. ამ სინთეზმა მოგვცა ის, რომ  მათ არანაირი გვერდითი მოვლენები არ გააჩნია უნიკალურ  შედეგებს იძლევა.

 


-         ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „კატრექსმა“ სიმსივნე განკურნა. გვიამბეთ ამ პრეპარატის შექმნის ისტორიის,  შემადგენლობისა და შედეგების შესახებ.


თამამად შემიძლია  ვთქვა, რომ კატრექსს საერთოდ არ ჰქონია ანალოგი. ამ მხრივ, მინდა ხაზი გავუსვა აკადემიკოს ალექსანდრე გაჩეჩილაძის ღვაწლს. ჩერნობილის კატასტროფას, რომელიც ჰიროსიმას რადიაციას 100-ჯერ აღემატებოდა, ერთადერთმა ცოცხალმა არსებამ, ზვიგენმა გაუძლო და უნიკალური პრეპარატი - „კატრექსი“ - სწორედ ზვიგენის ღვიძლისაგან დამზადდა. კატრექსი საოცარ შედეგებს იძლევა ისეთ გინეკოლოგიურ დაავადებებზე, როგორიცაა: კისტა, ფიბრომა, მასტოპაფთია. უროლოგიურ დაავადებებზე: პროსტატიტი, პროსტატის ადენომა. კუჭნაწლავის: წყლული, გასტრიტი. შევისწავლე 5000 პაციენტის ისტორია, თავისი ვერიფიცირებული დიაგნოზებით.  

მალე  ,,კატრექსი“ იმდენად პოპულარული გახდა, რომ ამ პრეპარატით  კრემლის შესაბამისი სტრუქტურებიც კი დაინტერესდნენ.  კიევში ,,კატრექსის“  შიდსსა  უფრო რთულ დაავადებზე ზემოქმედებასაც განიხილავდნენ.  აღნიშნული პრეპარატის ირგვლივ,  ონკოლოგები და კლასიკური ექიმები ერთმანეთასაც კი დაუპირისპირდნენ. ალექსანდრე გაჩეჩილაძე  აშშ-ში მიიწვიეს, რაც, მოგეხსენებათ, სსრკ-ს პერიოდში იშვიათად ხდებოდა.


-         ინტერნეტში გავრცელებულია კიბოს მკურნალობის ე.წ ხალხური მეთოდები: სოდით, ფუტკრის შხამით, ე.წ. შევჩენკოს მეთოდით... რამდენად მისაღებია ეს საშუალებები თქვენთვის?


შევჩენკოს მეთოდი მართლაც არაჩვეულებრივია. საერთოდ, ყველა მეთოდს  რაციონალური მარცვალი გააჩნია. ჩემთვის ეს მეთოდები არა მარტო ცნობილია,  არამედ, თავადაც მივმართავ მათ. თუმცა, რასაკვირველია, კომპლექსურად. არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი მეთოდით გადაიჭრას სიმსივნის პრობლემა. ზოგადად, სიმსივნის რისკ ფაქტორი სამ შემთხვევაში იზრდება. ესენია:

1) უჟანგბადო გარემო

2)ტუტე რეაქციის პირობები

3) სიმსივნეს „უყვარს“ შაქარი

თუ ამ პირობებს გავანეიტრალებთ , სიმსივნის რისკიც იკლებს.

 

-         თქვენ ახსენეთ რამდენიმე პრეპარატი: „ მამოსილი“ , „გრიპისი საბა“ , „გულის ელექსირი“. ბუნებრივი კომპონენტების გარდა აქვს თუ არა ამ პრეპარატებს რაიმე ქიმიური დანამატი?


ჰომეოპათიურ მედიცინაში  მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ელემენტები გამოიყენება. ამ  მედიცინის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ იგი არ შეიცავს არანაირ ქიმიურ დანამატს და აქედან გამომდინარე, მას არ ახლავს არანაირი გვერდითი მოვლენები.

 

-         რით განსხვავდება ჰომეოპათია ტრადიციული ხალხური მედიცინისგან?

აბსოლუტურად არაფრით.  ჰომეოპათიაში, სხვა ბუნებრივ კომპონენტებთან ერთად, მცირე დოზით გაგიკვირდებათ და შხამიც გამოიყენება. შხამი უმცირესი დოზით წამალია.  ჰომეოპათიის ფუძემდებელი - კოლხი მედეა სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდა.ზოგადად,  ჰომეოპათიაში გამოიყენება  ფუტკრის, გველის, მორიელის. (ლახეზისი - სმ. ამერიკული გველი) შხამი. რაც უფრო შხამიანია ცხოველი თუ მწერი, მისგან დამზადებული პრეპარატი მით უფრო ძლიერია.

 

-         ძირითადად, რომელ დაავადებებს კურნავთ ჰომეოპათიით?


უამრავ დაავადებას....მათ შორის გარკვეული ტიპის სიმსივნეებსაც. მაგალითად,  არსებობს ასეთი დაავადება - პროსტატის ადენომა. როდესაც პროსტატის ჯირკვალი გადიდებულია, ის  მთელ რიგ დარღვევებს იწვევს და მას მხოლოდ ოპერაციით კურნავენ, თუმცა ჩვენ გვყავს ათეულობით პაციენტი, რომელიც, ჩვენი წმლებით განიკურნა. კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია.  ავიღოთ პროდაგრა, რომელიც, არა ოფიციალური მედიცინით, არმედ, ჰომეოპათიით იკურნება. არის კიდევ უამრავი დაავადება, სადაც, ამ მეთოდით საოცრების მოხდენა შეიძლება.

 

-         რამდენად  აღიარებს მსოფილიო ჰომეოპათიის მეთოდს და თუ იცნობს თქვენს პრეპარატს?

 

ჩვენი პრეპარატები ყველაზე დიდი პოპულარობით  რუსეთსა და უკრაინაში სარგებლობს.  ყველაზე მეტად კი,  ჰომეოპათია  დიდ ბრიტანეთშია გავრცელებული. ელისაბედ II ჰომეოპათიის ასოციაციის პრეზიდენტი გახლავთ. ბოლო პერიოდში, 20-25 წლის მანძილზე, ინდოეთიდან გავრცელებული დაავადებების შესახებ, ჩინეთისგან განსხვავებით,  არავის სმენია. მაგალითად: ღორის და  ფრინველის გრიპი, ვირუსული პნევმონია. მოგეხსენებათ, იქ საშინელი ანტისანიტარიაა. რატომ? პასუხი მარტივია; იქ ყველა რეგიონში ერთი ჰომეოპათი მაინცაა. ჰომეოპათიას  მასიური ეპიდემიის შეჩერება შეუძლია. მათ სწორედ იმიტომ განავითარეს მედიცინის ეს მიმართულება, რომ ის არის იაფი და ხელმისაწვდომი. ინდოელი ჰომეოპათები საოცრებას ახდენენ. ჩვენ  სწორედ მათი პრეპარატებით და მეთოდიკით ვსარგებლობთ , რომლებმაც, სიმსივნეც კი დაამარცხეს. შეიძლება ითქვას, რომ ინდოეთი ამ ამხრივ პირველია.

 

-         იყიდება თუ არა თქვენი პრეპარატები აფთიაქებში?


უკვე დიდი ხანია, რაც ჩვენი პრეპარატები საქართველოს მასშტაბით აფთიაქებში იყიდება და ისინი დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.  აღსანიშნავია, რომ ისინი პირველი იქნება, რომლებიც,  ევრკავშირის ბაზარზე საქართველოდან  გავა.

 

-         რამდენად რეკომენდებულია ამ პრეპარატების მიღება ბავშვებისთვის და ორსულებისთვის?


ორსულებისთვის ნებისმიერი უწყინარი პრეპარატიც კი მავნეა. ჰომეოპატიური პრეპარატი კი იმდენად უვნებელია, რომ ის არა მარტო მათთვისაა კარგი, არამედ, ახალშობშობილსთვისაც.

 

გთავაზობთ 49 წლის მამაკაცის ისტორიას,  რომელიც, ჰომეოპათიის მეთოდით,  თავის ტვინის სიმსივნის მეოთხე სტადიისაგან  განიკურნა. პაციენტის მეუღლე ინტერვიუზე დაგვთანხმდა და დეტალურად გვიამბო მისი მეუღლის დაუჯერებელი ისტორია:

 

სიმსივნის დიაგნოზი 2013 წელს დაუსვეს.  ჩემს მეუღლეს  მაღალი წნევა და სიცხეები აწუხებდა. 6 თვის შემდეგ, წონასწორობის დაკარგვისა და მხედველობის დაქვეითების გამო ექიმს მივმართეთ. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მას მხოლოდ თვალის პრობლემა არ უნდა ჰქონოდა.  საბოლოოდ, მას დაუსვეს დიაგნოზი, რომ ეს იყო გლიობლასტომა, თავის ტვინის სიმსივნის მე-4 სტადია. (გლიობლასტომა ავთვისებიანი, სწრაფად მზარდი სიმსივნე გახლავთ. სიმსივნური ქსოვილების მოკვეთის შემთხვევაშიც კი შესაძლოა ზრდა განაგრძოს.) ექიმებმა უიმედოდ გამოგვიშვეს სახლში და 4-6 თვემდე სიცოცხლის გარანტია მოგვცეს. ქიმიური და სხივური თერაპიის შემთხვევაში კი, სიცოცხლე 1 წლამდე გაუხანგრძლივდებოდა.  ქიმიური და სხივური თერაპიის სრული კურსის ჩატარების მიუხედავად, თსიმსივნე პროგრესირებას განაგრძობდა. პარალელურად თვალს ვადევნებდით მომღერალ ჟანა ფრისკეს მდგომარეობას, რომელსაც ზუსტად იგივე დიაგნოზი ჰქონდა. თუმცა, მისი გარდაცვალების შესახებ ყველამ შეიტყო. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ ნათესი მოსკოვისა და თურქეთის ნევროლოგიის ინსტიტუტებში გაგვეგზავნა. თუმცა, ექიმებს არც იქიდან მოუციათ იმედი.  ლოცვებიდან - პარაკლისებამდე ყველაფერი გავაკეთეთ.  ქიმიის პარალელურად, კამელინის 180 ნემსიც გაიკეთა, თუმცა, არც ამან გამოიღო  შედეგი.


სულ ბოლოს გადავწყვიტეთ  ბატონი კახასთვის მიგვემართა. მან  შავი ზღვის ზვიგენის ღვიძლისაგან დამზადებული პრეპარატი - კატრექსი გვირჩია. ჩემი მეუღლე საგრძნობლად იყო წონაში მომატებული, ხოლო კატრექსის 40 ნემსის გაკეთების შემდეგ , დაუჯერებელია, მაგრამ  სიმსივნემ უკუგანვითარება დაიწყო. მან წონაშიც დაიკლო, ხოლო ნაოპერაციებ ადგილას მხოლოდ ნაწიბური დარჩა. საბედნიეროდ, ამ პერიოდს დაემთხვა ის,  რომ ინგოროყვას კლინიკაში ჩამოვიდა ავსტრიელი ნეიროქირურგი ჰერვიქ კოსტრონი.  ის იმდენად აღფრთოვანებული იყო შედეგით, რომ თავის კლინიკაში ჩემი მეუღლის ანალიზები და ფოტოებიც კი წაიღო. როგორც ვთქვი, ექიმებმა მაქსიმუმ 1 წლის სიცოცხლე მოგვცეს, თუმცა, ღვთის წყალობითა და ბატონი კახას დახმარებით, ჩემი მეუღლე დღემდე ცოცხალია.

 

თეონა ცუცქირიძე

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge