Powered by Jasper Roberts - Blog

16:47 30.11.2016
სამარხვო ნამცხვარი მინანქარით
ინგრედიენტები:
ფქვილი
2-3 ჭ
თაფლი
1/2 ჭ
დაფქვილი ნიგოზი
1/2 ჭ
შაქარი
1/2 ჭ
მარგარინი
100 გ
სოდა
1/2 ჩ.კ
ვანილი
ფორთოხლის ცედრა
მინანქრისთვის
კაკაო
6 ს.კ
შაქარი
6 ს.კ
წყალი
4 ს.კ
ფორთოხლის ცედრა
2 ს.კ
თაფლში შევურიოთ შაქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე, როცა აქაფდება, გადმოვდგათ, შევურიოთ მარგარინი, ფქვილი სოდასთან და სანელებლებთან ერთად და მოვზილოთ ცომი. იგი უნდა იყოს ნაზი და ამასთან ერთად არ უნდა ეწებებოდეს ხელს. თუ საჭირო გახდა, შეგვიძლია კიდევ დავამატოთ ფქვილი. 

ცომი გავაბრტყელოთ, დავაყაროთ ნახევარი ნიგოზი, გადავკეცოთ და კიდევ გავაბრტყელოთ, დავაყაროთ დანარჩენი ნიგოზი, კიდევ ერთხელ გადავკეცოთ, გავაბრტყელოთ თხლად და ამოვჭრათ სასურველი ზომის ნაჭრები. 

მოვათავსოთ თუნუქის ფურცელზე და საშუალო ტემპერატურაზე გამოვაცხოთ. 

მინანქრის ინგრედიენტები მოვათავსოთ სქელძირიან პატარა ქვაბში და დაბალ ცეცხლზე წამოვადუღოთ. ნამცხვრები ამოვავლოთ ჯერ შოკოლადის მონანქარში, შემდეგ კი ნიგოზში და ისე მივიტანოთ სუფრასთან. 

რჩევა: ცომსა და მინანქარში ფორთოხლის ცედრის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ მიხაკი, დარიჩინი, ილი და ჯანჯაფილი.
ავტორ(ებ)ი : www.gemrielia.ge