Powered by Jasper Roberts - Blog

15:54 30.11.2016
ამის შემდეგ აღარასოდეს გადაყრით ფორთოხლის კანს - უგემრიელესი ცუკატები
ინგრედიენტები:
ფორთოხალი 4 ცალი
შაქარი 2,5 ჭიქა
წყალი 2 ჭიქა
დარიჩინი
და შაქარი ამოსავლებად
მომზადება:
1. კარგად გარეცხეთ ფორთოხალი. მაქსიმალურად მოაცილეთ თეთრი საფარი, რომ არ გაამწაროს დესერტი.

2. დაჭერით კანი ჩხირებად და ჩაყარეთ ცივ წყალში 2 საათით.

3. შემდეგ გახსენით 2 ჭიქა შაქარი 2 ჭიქა წყალში და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, დადგით დაბალ ცეცხლზე.

4. ჩაყარეთ ფორთოხლის კანები შაქრის სიროფში და ხარშეთ 30 წუთი. შეამოწმეთ, როცა კანი დარბილდება, გადმოდგით ცეცხლიდან.

5. ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი. ამოიღეთ ციკატები სიროფიდან, გაწურეთ, ამოავლეთ შაქრისა და დარიჩინის ნაზავში, დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე და გამოაშრეთ ღუმელში რამდენიმე წუთის განმავლობაში.

ცუკატები შესანიშნავად ინახება თავდახურულ მინის ჭურჭელში და ის არა მხოლოდ უგემრიელესი სასუსნავი იქნება, არამედ ოთახის ინტერიერის მშვენებაც.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge