Powered by Jasper Roberts - Blog

16:21 28.11.2016
Facebook-სტატუსებმა ექიმებს შეიძლება წარმოდგენა შეუქმნას იმაზე, ვის აღენიშნება ფსიქიკური მოშლილობა

სოციალური ქსელები ფსიქიკური მოშლილობის გამოვლენაში შეიძლება დაგვეხმაროს. კემბრიჯისა და სტენფორდის უნივერსიტეტების სპეციალისტების კვლევებმა აჩვენა, რომ Facebook-ის მომხმარებლთა სტატუსებმა, like-ებმა და ფოტოგრაფიებმაც კი, ექიმებს შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შეუქმნას იმაზე, ვის აღენიშნება ფსიქიკური მოშლილობა, ისეთები, როგორიცაა დეპრესია და შიზოფრენია.

 


ადამიანები სოციალურ ქსელში საკუთარ თავზე დებენ ინფორმაციას. ეს მონაცემები უფრო სანდოა, ვიდრე საუბრის პროცესში შეიძლება მიიღო. ექსპერტების თქმით, სოციალური ქსელის თემებში, ენასა და ემოციებში იმალება ფსიქიკური დაავადების პირველი ნიშნები და სიმპტომები. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ადამიანები უამრავ ფოტოს დებენ. მომხმარებელის სახის გამომეტყველების ავტომატიზირებული ანალიზის საშუალებით, მათი ფსიქიური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება რეალურია.

 


სოციალური ქსელები ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ფსიქიკური მოშლილობის სამკურნალოდ. სოციალური ქსელებით ურთიერთობა სასარგებლო იქნება დაბალი თვითშეფასების მქონე და სოციალურად იზოლირებული ადამიანებისთვის. Profile-ში ინფორმაცია კი, სავარაუდოდ, დეპრესიასთან დაკავშირებული ავტობიოგრაფიული მეხსიერების დარღვევის აღმოფხვრაში დაგვეხმარება.


ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge