Powered by Jasper Roberts - Blog

17:38 24.11.2016
10 აუცილებლად გასათვალისწინებელი წესი, რომელიც აქსესუარების ტარების დროს უნდა გამოვიყენოთ

მოდური ჟურნალები ერთმანეთის მიყოლებით მოგვითხრობენ მოდურ ტენდენციებზე და გვაცნობენ სიახლეებს და წესებს, თუ როგორ შევუხამოთ აქსესუარები ტანსაცმელს. ჩვენ შევისწავლეთ ეს საკითხი და გადავწყვიტეთ, გაგანდოთ საიდუმლოებები, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ მოდურად და ლამაზად. 


1. ატარეთ არაუმეტეს 3-4 მასიური აქსესუარისა


ერთ იმიჯში შეიძლება რამდენიმე მასიური სამკაულის ტარება, მაგრამ არაუმეტეს 3-4 დეტალისა. და მთავარია - აქსესუარები ეხამებოდეს ფერით, სტილითა და მასალით.


2. ნუ დამალავთ პალტოს/ქურთუკის მასიურ საყელოს დიდი შარფის ქვეშ


კომფორტისთვის ატარეთ თხელი შარფი ლაბადის ქვეშ.

3. გამოიყენეთ სამკაულის სრული კომპლექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სამკაულები დიდი ზომის არ არის


არსებობს მოსაზრება: "ერთი კომპლექტის საყურე, მძივი და ბეჭედი უგემოვნოდ გამოიყურება, თუ ყველაფერს ერთად ვატარებთ". სიმართლეს არ არის მოკლებული, თუმცა ნაწილობრივ: საქმე ნაკეთობების ზომაშია. კომპაქტური აქსესუარები კომპლექტში ძალიან მოხდენილად გამოიყურება.

4. დაივიწყეთ წესი: ჩანთა და ფეხსაცმელი ერთი ფერის უნდა იყოს



არ არის აუცილებელი, ერთი ფერის ფეხსაცმელი და ჩანთა შეარჩიოთ. მკვეთრი ფერის ფეხსაცმელს მშვიდი ფერის ჩანთა მოუხდება.


5. გადაანაწილეთ პრიორიტეტები: ან მკვეთრი ფერის ტანსაცმელი, ან დიდი აქსესუარები



იმიჯის შექმნისას, უნდა გავერკვიოთ, რა ეფექტის მიღება გვსურს და სწორად დავუსვათ ვიზუალური აქცენტები: მკვეთრი და მოცულობითი შეიძლება იყოს ან ტანსაცმელი, ან მაკიაჟი და აქსესუარები, მაგრამ არა ყველაფერი ერთად. 


6. დაივიწყეთ საათი, თუ საღამოს კაბა გაცვიათ


მაჯის საათი შესანიშნავად უხდება ქუჩის, საქმიან ან სპორტულ სტილს და არავითარ შემთხვევაში საღამოს კაბებს.


7. გახსოვდეთ, რომ მასიური ბეჭდები ყველას არ უხდება


მოკლე თითებს ფართო ბეჭდები არ უხდება, წვრილი ბეჭდები კი ვიზუალურად აგრძელებს თითებს.

8. შეარჩიეთ ხელთათმანი იმიჯის რომელიმე დეტალის ფერის შესაბამისად



ხელთათმანების ფერის ორიენტირი - ფეხსაცმლის, ქამრის, პომადის ან სხვ. 


9. გამორიცხეთ შავი ფეხსაცმელი, თუ იმიჯი პასტელის ფერებში გაქვთ შერჩეული



პასტელურ პალიტრას ღია ფერის ფეხსაცმელი მოუხდება, მუქი ფერის ფეხსაცმელი უადგილოა.



10. ეთნობიჟუტერიასთან ატარეთ ნეიტრალური ფერის ტანსაცმელი



ეთნოსტილი ბიჟუტერიის სიუხვეს ითვალისწინებს, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ფერთა ბალანსზე. 

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge