Powered by Jasper Roberts - Blog

20:32 19.11.2016
ღუმელში შემწვარი ხრაშუნა ყვავილოვანი კომბოსტო
ინგრედიენტები:
ყვავილოვანი კომბოსტო
1 თავი
საფანელი
2/3 ჭიქა
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
1/3 ჭიქა
ნივრის ფხვნილი
1/2 ჩ/კ
პაპრიკა
ტკბილი, 1 ჩ/კ
კვერცხი 2 ცალი
მარილი
გემოვნებით
მომზადება:
დაშალეთ ყვავილოვანი კომბოსტო ყვავილედებად. მოწალეთ მარილწყალში 4-5 წუთის განმავლობაში. 
გადაიტანეთ დრუშლაგზე და გააგრილეთ.
საფანელში აურიეთ გახეხილი ყველი, ნივრის ფხვნილი და პაპრიკა. კვერცხი ათქვიფეთ ჩანგლით.
ამოავლეთ ყვავილოვანი კომბოსტოს თითოეული ნაჭერი ჯერ კვერცხში, შემდეგ საფანელისა და სანელებლების ნარევში და გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ღუმელის ფირფიტაზე.
აცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთის განმავლობაში.
სუფრასთან მიიტანეთ სასურველ სოუსთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge