Powered by Jasper Roberts - Blog

20:26 19.11.2016
როგორ უნდა ჩაიცვათ მოდურად თუ 40 წელს გადააბიჯეთ - სუპერ რჩევები ქალებს

... გაარკვიე, რომელი ფერები გიხდება ყველაზე მეტად და მაღაზიაში მხოლოდ ამ ფერის სამოსი ეძებე. ეს უამრავ დროს დაგიზოგავს!


... გაარკვიე, რა სტილის ტანსაცმელში გამოიყურები ყველაზე ეფექტურად. ნუ დახარჯავ დროსა და ფინანსებს ისეთ სამოსზე, რომელიც შენთვის შეუფერებელია.

... ეცადე, რომ გარდერობში უმეტესად ერთი ტონის ტანსაცმელი იქონიო. დაუმატე რამდენიმე ფერადი ან სხვადასხვა პრინტიანი სამოსი, იმისათვის, რომ თანამედროვედ გამოიყურებოდე.

... შეიძინე გრძელი ქვედაბოლოები და კაბები, შემდეგ კი შენთვის სასურველ და მაქსიმალურად კომფორტულ სიგრძემდე დაამოკლე.

... შეიძინე ფეხსაცმელი ქუსლზე, თუმცა ისეთი, რომელიც 3-4 სანტიმეტრს არ გადააჭარბებს. თუ კიდევ უფრო დაბალზე გრძნობ თავს კომფორტულად, ეძებე ისეთი ფორმის, რომელიც მოგიხდება და რაც მთავარია, დაიცავს შენს ზურგს ატკიებისგან. 

... უპირატესობა მიანიჭე პერანგებსა და ბლუზებს, ვიდრე სვიტერებს. მერწმუნე, ბევრად მოხდენილი გამოჩნდები. სვიტერები ფორმას ადვილად კარგავს და მერე თავადაც ფორმადაკარგულებს ვემსგავსებით. 

ასაკის მატებასთან ერთად, ტანსაცმლის შეძენა უფრო და უფრო რთულდება, მაგრამ თუ ამ პატარა წესებს გაითვალისწინებ, დამიჯერე, მაღაზიებში სიარული ბევრად სასიამოვნო გახდება. 

მთავარია, ისე შეიმოსო, რომ შინაც, სამსახურშიც და სტუმრადაც თავი კომფორტულად იგრძნო. 

როცა ვიცით, რომ კარგად გამოვიყურებით, ატომატურად ვუშვებთ დადებით იმპულსებს გარშემომყოფების მიმართ.
ავტორ(ებ)ი : pomada.ge