Powered by Jasper Roberts - Blog

17:02 18.11.2016
მშობლების დეპრესია ბავშვების ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს
როგორც შესაბამისი გამოკვლევები ადასტურებს, ერთ-ერთი მშობლის დეპრესიის გამო ბავშვი შესაძლოა ჩხუბობდეს, ცრუობდეს, ნაღვლობდეს და შფოთავდეს. ამასთან, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ მშობელს ექნება დეპრესია - იუწყება Psych Central-ი. უახლესი კვლევების თანახმად, მხოლოდ ქალები როდი იტანჯებიან ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესიით (მოგეხსენებათ, ქალების უმრავლესობას მშობიარობისშემდგომი დეპრესია უტევს). თურმე მამაკაცებთანაც ბავშვის დაბადების შემდეგ დეპრესიის რისკი საგრძნობლად იმატებს, ანუ მამაკაცებს ცხოვრების სხვა ეტაპებთან შედარებით ამ პერიოდში უფრო ხშირად იპყრობს დეპრესია. 
სპეციალისტებმა 200 წყვილის მონაცემი გააანალიზეს. შეაფასეს როგორც მშობიარობისშემდგომი დეპრესიის დონე ქალებთან, ასევე მათი დამოკიდებულება მეუღლეებთან და
მათი ბავშვის ქცევა. საყურადღებოა, რომ კვლევაში მონაწილე ყველა ამ წყვილს 3 წლის ასაკის პატარა ჰყავდა. 
სპეციალისტებმა გაარკვიეს: განიცდიდა ბავშვი ყოველივეს შინაგანად (ანუ ნაღვლობდა და შფოთავდა) თუ ნეგატიურ ემოციებს აფრქვევდა (კონკრეტულად ჩხუბობდა ან ცრუობდა). აღმოჩნდა, რომ მშობლებს შორის ჩხუბზე მეტად ბავშვის ფსიქიკაზე ერთ-ერთი მშობლის დეპრესია უფრო ნეგატიურად აისახებოდა. მკვლევარებმა 200 წყვილიდან ცალკე გამოყვეს ის წყვილები, რომელთა პატარებსაც განსაკუთრებული ქცევითი გამოვლინებანი აღენიშნებოდათ. 

წყარო
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge