Powered by Jasper Roberts - Blog

17:09 15.11.2016
ტვინს თურმე დაბერების პროცესთან ბრძოლის უნარი აქვს

ყველასათვის ცნობილია, რომ დაბერების კვალად კოგნიტიური პროცესები სულ უფრო უარესდება. თუმცა, როგორც ახალი კვლევებით ირკვევა, ადამიანის ტვინს ამასთან შეწინააღმდეგების უნარი გააჩნია. ინფორმაციის ადვილად გადამუშავების მიზნით ტვინი, ჩვეულებრივ, მას კატეგორიებად ახარისხებს. 


რურსკის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ასაკთან ერთად კატეგორიზაციის ანუ კატეგორიებად დახარისხების პროცესი რამდენადმე იცვლება. ასაკოვნებს უჭირთ ინფორმაციის კლასიფიცირება და ერთი საგნიდან მეორეზე ყურადღების გადატანა. მიუხედავად ამისა, ტვინი ამას გარკვეულწილად აკომპენსირებს. აღმოჩნდა, რომ ასაკოვნები უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ დეტალებს (ნიუანსებს), ვიდრე ახალგაზრდები. 


მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი: მოხალისეებს აძლევდნენ დავალებას - დაეხარისხებინათ სხვადასხვა


ფერის რგოლები ორ ჯგუფად. რგოლების ნაწილი ძალიან ჰგავდა ერთმანეთს, ნაწილი კი მკვეთრად განსხვავდებოდა. უკუკავშირის პრინციპი ექსპერიმენტის პროცესში მოხალისეებს ეხმარებოდა იმის გარკვევაში, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება ყოველი კონკრეტული რგოლი. მკვლევარები, გარდა იმისა, რომ ინიშნავდნენ ექსპერიმენტში მონაწილეთა პასუხებს, იმავდროულად მათი ტვინის აქტივობას და თვალების მოძრაობასაც აკვირდებოდნენ.
სპეციალისტებმა შენიშნეს, რომ როგორც ახალგაზრდები, ისე ასაკოვნები უპრობლემოდ ანაწილებდნენ შესაბამის ჯგუფებად მსგავს რგოლებს. ხოლო მკვეთრად განსხვავებული რგოლების შემთხვევაში სრულიად სხვაგვარი მდგომარეობა იყო. ასაკოვნები ამ შემთხვევაში დავალებას ახალგაზრდებთან შედარებით რთულად ართმევდნენ თავს. 


ტვინის სკანირებამ აჩვენა, რომ ყურადღება გაცილებით შერჩევითი იყო ასაკოვნებთან ანუ ასაკოვნები ახალგაზრდებთან შედარებით დიდ ყურადღებას უთმობდნენ დეტალების ანალიზს.დასკვნების გაკეთებაში სპეციალისტებს დაეხმარა თვალების მოძრაობათა ანალიზიც.

ავტორ(ებ)ი : mkurnali.ge