Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

17:04 04.11.2016
უშვილობა მრავალი წყვილისათვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, თუმცა “ინ ვიტრო”-ში ოცნებები რეალობად იქვევა

უშვილობა მრავალი წყვილისათვის მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს, უშვილო წყვილები ხშირად წლობით დადიან ექიმებთან და ამ თითქოს და მარტივ კითხვაზე , თუ რა არის უშვილობის მიზეზი პასუხს ვერ ღებულობენ. უნაყოფობის გამომწვევი რიგი დაავადებები არსებობს და შესაძლოამ ცირეოდენმა უყურადღებობამ - და გვიანებულმა ვიზიტმა ექიმთან საბოლოოდ სავალალო შედეგამდე - უშვილობამდეც კი მიგვიყვანოს.


არიამმა და ნიკოლოზმა მომართეს კლინიკა ''ინ ვიტრო''-ს 2016 წლის თებერვლის თვეში, პაციენტის მთავარი ჩივილი გახლდათ მენსტრუალური ციკლის არარსებობა - ამენორეა და უნაყოფობა.


ანამნეზი: 3 წლიანი თანაცხოვრების ფონზე დადგა ორსულობა 2013 წელს, რომელიც დასრულდა თვითნებითი აბორტით - ჩატარდა საშვილოსნის ღრუს გამოფხეკა, რის შემდგომაც პაციენტს მენსტრუალური ციკლი არ აღენიშნებოდა (მეორადი ამენორეა), ამ წლების მანძილზე უშედეგოდ მკურნალობდა სხვადასხვა პროფილის ექიმებთან( გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ენდოკრინოლოგი, ფსიქოლოგი) ჩაიტარა კონსერვატიული მკურნალობა - ჰორმონალური დატვირთვა, რამაც მისი მდგომარეობა არ გააუმჯობესა.


პაციენტს კლინიკაში მოსვლისთანავე ჩაუტარდა კლინიკო - ლაბორატორიული გამოკვლევები, ასევე ვაგინალური ულტრაბგერით იგამოკვლევა, რის შედეგადაც დადგინდა საშვილოსნოს ღრუში სინექიების არსებობა (შეხორცებითი პროცესი), რაც გახლდათ მიზეზი მენსტრუალური ციკლის არ არსებობისა და გამოწვეულია საშვილოსნოს ღრუს ტრავმატიზაციით (გამოფხეკით).


დაისვა დიაგნოზი :აშერმანის სინდრომი.


აშერმანის სინდრომი - საშვილოსნოს შიგა სინექიები, ტრავმული ამენორეა - მენსტრუალური და რეპროდუქციული უნქციის დარღვევა, რომელიც განპირობებულია საშვილოსნოს შიდა სინექიებით (შეხორცებები).


მიზეზი: საშვილოსნოს შიდა სინექიები წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვანი სტრავმატიზაციის შედეგად, საშვილოსნოს გამოფხეკის დროს; ვითარდება მეორადი ამენორეა (მენსტრუალური ციკლის არარსებობა) და უნაყოფობა. ამ სიმპტომების გამოვლენა იმ ქალებში, რომლებმაც გადაიტანეს ინსრტრუმენტული ჩარევა საშვილოსნოს ღრუში, გვაძლევს აშერმანის სინდრომის არსებობის საფუძველს.


პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა - ჰისტეროსკოპია (საშვილოსნოში არსებული შეხორცებების მოშორება) და შემდგომ კონსერვატიული (ჰორმონალური) მკურნალობა.


პაციენტს მენსტრუალური ციკლი აღუდგა 3 თვეში, დაიგეგმა ორსულობა ფოლიკულის მონიტორინგის ფონზე და ორსულობა მიღებულ იქნა კონსერვატიული (ჰორმონალური) და ოპერაციული (ჰისტეროსკოპიული) მკურნალობიდან 6 თვეში. ახლა მარიამი 2 თვის ორსულია.


მკურნალი ექიმი: თეონა ანთია

ქირურგი: ზურაბ ვაშაკიძე

მისამართი: ლუბლიანას 2/6

ტელ: (032) 2 15 77 77

 info@invitro.ge

 www.invitro.ge

 

Facebook - In Vitro Fertilization

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge