Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

15:34 04.11.2016
მითი და რეალობა ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ

ქალისა და მამაკაცის ფატქორებით გამოწვეული უშვილობა დღესდღეობით ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა და რეპროდუქციული ასაკის წყვილთა 13-15%  შეადგენს. დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების წყალობით ბოლო 4 ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოში 6,5 მილიონამდე ახალი  სიცოცხლე გაჩნდა. მთელი ამიერკავკასიის მასშტაბით და კერძოდ, საქართველოში ინ ვიტრო განაყოფიერებას 20 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი ბატონი  გია ცაგარეიშვილის და  ქალბატონი  ნატალია ხონელიძის გუნდისმიერ. დღემდე კი ათასობით იმედგადაწურული ოჯახისათვის ბედნიერების მოტანის საწინდარი გახდა. მიუხედავად ამ დარგის ფართო პოპულარიზაციისა, პაციენტთა უმრავლესობისათვის მრავალი საკითხი კვლავ უცნობი და არასწორედ ინტერპრიტირებული რჩება. თუ რა მითი არსებობს ინ ვიტრო განაყოფიერების შესახებ, როგორია ჭეშმარიტი რეალობა და რომლებია ყველაზე ხშირად დასმული კითხვები – ამაზე რეპრუდოქტოლოგი, აკდემიური დოქტორი მედიცინაში ანი მორჩილაძე  გვიპასუხებს.

 

- რითი განსხვავდება  IVF ორსულობა  ბუნებრივი  გზით  შემდგარი ორსულობისგან?

- განსხვავებულია მხოლოდ ჩასახვის პროცესი. ინ ვიტროს შემთხვევაში გამეტების - ანუ ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ლაბორატორიის პირობებში ხდება და მიღებული ემბრიონის გადატანაც საშვილოსნოს ღრუში სპეციალური რბილი კათეტერით ხორციელდება. სანაყოფე პარკის მიმაგრებიდან დაწყებული ემბრიონის და   შემდგომში ნაყოფის განვითარების ყველა ეტაპი ორივე შემთხვევაში იდენტურია.

 

-აუცილებელია თუ არა, ორსულობის დასრულება საკეისრო კვეთით  IVF-ის შემთხვევაში?

-არა, ხშირ შემთხვევაში IVF ბავშვები ბუნებრივი მშობიარობის გზით ჩნდებიან. საკეისრო კვეთის განხორციელებისათვის ერთნაირი აუცილებელი ჩვენებაა, როგორც  IVF ასევე ბუნებრივი გზით შემდგარი ორსულობის დროს.

 

- იწვევს თუ არა, ჰორმონალური სტიმულაცია საკვერცხეებში არსებული ფოლიკულების მარაგის ამოწურვას?

- არა. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხელოვნური განაყოფიერების დროს  ფოლიკულების მოსამწიფებლად, მოქმედებს კვერცხუჯრედების განვითარების მხოლოდ ფინალურ - 20 დღიან სტადიაზე, რომელსაც ვაკვირდებით ულტრაბგერით კვლევაზე. ბუნებრივად, ჯანმრთელი რეპროდუქციული ქალის ორგანიზმში ყოველთვიურად   მწიფდება და განაყოფიერებისათვის მზადდება მხოლოდ 1 ფოლიკული, არსებული 15-20 ფოლიკულის კოგორტიდან. ზოგადად კვერცხუჯრედების განვითარება ეტაპობრივი პროცესია და მოიცავს 180-220 დღიან პერიოდს. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ  კვერცხუჯრედების ეს განსაზღვრული რაოდენობა ისედაც იღუპება. სტიმულაციისას კი ჩვენ საშუალება გვეძლევა მოვამწიფოთ და ავიღოთ ის დანარჩენი კვერცხუჯრედებიც, რომლებიც ისედაც განწირულნი არიან დაღუპვისათვის. 

 

- ინ   ვიტრო   განაყოფიერებისას  დაფეხმძიმების   100% გარანტია  არსებობს? 

- ცხადიაარა. ინ ვიტრო განაყოფიერება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში ყველაშეთხვევაში დადებითი შედეგით არ სრულდება. დაფეხმძიმების და შემდგომში ბავშვის გაჩენის ინდექსი განსხვავებულია სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით  გამოირჩევა 25-37 წლის ქალბატონებში ორსულობის სიხშირე, რაც 45-50   პროცენტს შეადგენს. 38-40 წლის ასაკის შემდეგ იწყება კვერცხუჯრედების “დაბერების” პროცესი, რაც მიშვნელოვან უარყოფით ზეგავლენას ახდენს ორსულობის დადგომაზე და იწვევს დაფეხმძიმების პროცენტული მაჩვენებლის   შემცირებას.  42-44 წლის ასაკში 15-20%-მდე და 45 ასაკის ზემოთ ეს ციფრი შეადგენს 5-8%.

 

- ჰორმონალური  სტიმულაციის  ფონზე   ნებისმიერ  ასაკში და შემთხვევაში  შეიძლება  ფოლიკულების მომწიფება?

- არა. სტიმულატორი არის ჰორმონული საშუალება, რომელიც მოქმედებს საკვერცხეებში  ამ კონკრეტულ ეტაპზე უკვე  არსებულ  “მარცვლებზე”–ანუ   ფოლიკულებზე. სტიმულატორებს თავისთავად ამ მარცვლების წარმოქმნის უნარი არ გააჩნია. აქედან გამონდინარე, საკვერცხეებში რეზერვის გამოფიტვის შემთხვევაში ჰორმონალური მედიკამენტების გამოყენება ემსგავსება სიტუაციას, როდესაც ნიადაგს, რომელშიც მარცვალი არ ჩაგვიგდია და მხოლოდ ინტენსიურად ვრწყავთ და ვანოყიერებთ შევყურებით იმ ფუჭი  იმედით, რომ ოდესმე მისგან მცენარე აღმოცენდება.

 

- ყველა ფოლიკულშია კვერცხუჯრედი?

- რა თქმა უნდა, არა. არსებობს ცარიელი ფოლიკულების სინდრომიც. ფოლიკული ხომ მხოლოდ სითხით სავსე ბუშტუკია, რომელიც ულტრაბგერაზე იდენტიფიცირდება,   არის თუ არა მასში კვერცხუჯრედი და როგორი ხარისხისაა, რა თქმა უნდა, წინასწარ არ იცი, სანამ ფოლიკულს ინ ვიტრო განაყოფიერების პროცესში არ აიღებ.  ზუსტად  ეს არის ერთ-ერთი ხშირი მიზეზი პაციენტების დაგვიანებული მომართვიანობის, რაც დიდი ხნის განამვლობაში პაციენტს უქმნის ილუზიას დაფეხმძიმების პოტენციალის   არსებობის.   

 

- ემრიოტრანსფერამდე, რაც უფრო მეტია ემბრიონის უჯრედების რაოდენობა, მით უკეთესია  მისი ხარისხი?

- რა თქმა უნდა, არა. ემბრიონის უჯრედების რაოდენობა დამოკიდებულია მისი განვითარების სტადიაზე და არა ხარისხზე. მე-2 დღის ემბრიონი შედგება 3-4   უჯრედისგან, მე-3 დღის 7-8 უჯრედიანია. ემბრიონი, ზოგადად 5 დღის განამვლობაში შეიძლება დაყოვნდეს ლაბორატორიის   პირობებში,  ამის   შემდგომ  იგი უნდა   იქნას გადატანილი საშვილოსნოს ღრუში ან შენახული - კრიოპრეზერვაციის (გაყინვის) გზით.  მე-5 დღის განვითარების ემბრიონს – ბლასტოცისტა ეწოდება და ის   ემბრიონალური  განვითარების  უმაღლეს საფეხურს შეადგენს.

 

- რა ვადითაა შესაძლებელი ემბრიონების კრიოპრეზერვაცია (გაყინვა)?

ემბრიონების შენახვა შესაძლებელია იმ ვადით, რა ვადითაც სურს პაცინეტს  და ამით მათი ვარგისიანობა არ იცვლება. ჩვენს კლინიკაში დღესდღეობით გამოიყენება გაყინვის სწრაფი მეთოდი- ვიტრიფიკაცია – ამ  მეთოდის უპირატესობა მის წინამორბედებთან განსხვავებით ხასიათდება ემბრიონების შენახვით ჟელესებრი კონსისტენციის მასაში, ყინულის კრისტალების წარმოქმნის გარეშე. ზოგადად, შესაძლებელია არა მხოლოდ ემბრიონების, არამედ კვერცხუჯრედებისა და სპერმატოზოიდების გაყინვაც, რაც ძალზედ აქტუალურია, განსაკუთრებით  ონკოპაციენტებში, ქიმიო და სხივური თერაპიის განხორციელებამდე. დღეისათვის არსებული მონაცემებით კლინიკა ‘’ინ ვიტრო’’-ში რამდენიმე ათასი ბილოგიური მასალაა   დარეზერვებული. 

 

- არსებობს მოსაზრება, რომ  IVF –ის შედეგად  უპირატესად  ტყუპები  იბადებიან?

- ორი ან მეტი  ემბრიონის გადატანის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იზრდება ტყუპების გაჩენის ალბათობა. თუმცა ევროპის მრავალ და განსაკუთრებით სკანდინავიის   ქვეყნებში უპირატესობა ენიჭება სელექტიურად ერთი ემბრიონის გადატანას საშვილოსნოს ღრუში, რამეთუ თუნდაც ორნაყოფიანი ორსულობა მიეკუთვნება პათოლოგიურ ფეხმძიმობას, რომლის შემთხვევაშიც კი იზრდება, როგორც  მუცლადყოფნის პერიოდში ასევე მშობიარობის შემდგომ ახალშობილთა  დაავადებებისა  და გართულებების ალბათობა.


-კრიოემბრიონების (გაყინული ემბრიონების)  გადატანის  შედეგად  იშვიათად დგება  ორსულობა?

- კრიოპროტოკოლებში ორსულობათა სიხშირე არამც თუ ჩამორჩება არამედ 5-10%-ით აღემატება კიდეც ნატიურ ციკლებში დაფიქსირებულ მაჩვენებლებს. ეს სხვაობა   აიხსნება, როგორც გაყინვის თნამედროვე მეთოდების ვარგისიანობით, ასევე ენდომეტრიუმის “მიმღებლობის”-რეცეფციულობის გაუჯომჯობესებით  არასტიმულირებად   ციკლებში.

 

- ემბრიოტრანსფერის შემდგომ აუცილებელია წოლითი  რეჟიმი?

- ცხადია არა, ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ ჩვეული ცხოვრების რიტმით ცხოვრებას და  მხოლოდ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავშეკავებას ძალიან  დიდი მნიშვნელობა  ენიჭება დადებით  ფსიქო-ემოციურ გარემოს და რწმენას  იმაზე, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

 

-განსხვავდებიან  თუ არა IVF  ბავშვები ბუნებრივიგზით გაჩენილი  თანატოლებისგან?

- რა თქმა უნდა, არა, მათი როგორც გონებრივი პოტენციალი ასევე ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების არსებობა არ განსხვავდება მათ თანატოლებში    დაფიქსირებული   მსგავსი  მაჩვენებლებისგან.

 

- შესაძლებელია ინვიტრო  განაყოფიერების  შედეგად განვითარდეს  საშვილოსნოს გარე  ორსულობა?

-დიახ, სამწუხაროდ შესაძლებელია.ინ ვიტრო განაყოფიერების ციკლების 0,8-2,8% ვითარდება საშვილონოს გარე ორსულობა მიუხედავად იმისა, რომ ებრიონების   გადატანა საშვილოსნოს ღრუში ხდება ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს საშვილოსნოს მილების ანთებითი დაავადებები, რაც  წინაპირობას ქმნის გადატანილი ემბრიონების მიგრაციის ანთებითი კერის მიმართულებით. საინტერესო ფაქტია, რომ კლინიკა‘’ინ ვიტრო’’-ში IVF პროცედურის შემდეგომ 5 სიმულტანურად მიმდინარე საშვილოსნოს, როგორც შიდა ასევე გარე ორსულობაა დაფიქსირებული. თითოეული მათგანის შემთხვევაში ფეხმძიმობის  პერიოდში ჩატარდა ლაპარასკოლიული მიდგომით საშვილოსნოს მილის ამოკვეთა, რამაც საშუალება მისცა ღრუში არსებულ ორსულობას პროგრესირების და ოთხი შემთხვევა დასრულდა ცოცხლადშობადობით, ერთი კი ჯერ-ჯერობით  მიმდინარეობს.  

 

-შესაძლებელია თუ არა ლაბოარტორული ტესტებით უკვე დიაგნოსტირებული, შემცირებული ფოლიკულური რეზერვის გაზრდა?

- სამწუხაროდ ქალებს მამაკაცებისაგან განსხვავებით სასქესო უჯრედების კვლავ წარმოქმნის   უნარი არ გააჩნიათ. ქალი იბადებ ფოლიკულების უკვე განსაზღვრული რაოდენობით, რაც დაბადებიდან სქსესობრივ სიმწიფემდე, 1 000 000–დან 400-500000 –მდე მცირდება   და შემდგომშიც ყოველთვიურად ათეულობით ფოლიკული გაიხარჯება ისე, რომ ახალი არ წარმოიქმნება. დღესდღეობით ჩვენს არსენალში საკმაოდ მწირე შესაძლებლობებია, რაც  არაიმდენად რაოდენობრივ, რამდენადაც კვერცხუჯრედების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზეა მიმართული. თუმცა   რეპროდუქტოლოგია ძალზედ სწრაფად  განვითარებადი დარგია, რაც პირველი “სინჯარის ბავშვის” – ლიზა ბრაუნის გაჩენიდან დღემდე კოლოსალური ტემპებით ვითარდება, პროგრესირებს და ეჭვს არ ბადებს, რომ ახლო მომავალში ქალის საკვერცხეების ბიოლოგიური საათის მუშაობის ხანგრძლივობა გაიზრდება და ეს მოხდება საკვერცხეებში უკვე იდენტიფიცირებული ღეროვანი უჯრედების წყალობით, რაც მაღალ ასაკში მყოფ ქალს საკუთარი ბიოლოგიური  შვილის ყოლის  საშუალებას  მისცემს. 

 

▶️ მისამართი: ლუბლიანას 2/6

ტელ: (032) 2 15 77 77

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge