Powered by Jasper Roberts - Blog

17:54 03.11.2016
არსებობს თუ არა ესპანეთისა და პორტუგალიის გაუდაბნოების საშიშროება?

ტემპერატურის ზრდა უარყოფით გავლენას მოახდენს  ესპანეთის ტერიტორიაზე და  გარკვეული დროის შემდეგ, ქვეყნის სამხრეთ ნაწილს გაუდაბნოება ემუქრება, - ასეთ დასკვნას აკეთებენ მეცნიერთა ჯგუფი საფრანგეთიდან. 

 

მეცნიერებმა პლანეტის მასშტაბით კლიმატის ცვლილები შეისწავლეს.  დაზარალებული რაიონების კომპიუტერული  მოდელირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ  ესპანეთის სამხრეთ ნაწილსა და პორტუგალიას საკმაოდ სერიოზული საფრთხე ემუქრება.

 

მკვლევართა აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა მხოლოდ ერთი გრადუსით გაიზრდება, არცთუ ისე ცუდადაა საქმე, ხოლო ორი გრადუსით გაზრდის შემთხვევაში, შეუქცევადი პროცესები დაიწყება.  ესპანეთისა და პორტუგალიის გარდა, მსგავსი შედეგები დადგება ისეთ  ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, სირია, ტუნისი, ალჟირი და სხვები.

ავტორ(ებ)ი : geonews.ge