Powered by Jasper Roberts - Blog

17:45 03.11.2016
ამერიკელმა მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლო ამოხსნეს

ამერიკელმა მეტეოროლოგებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ანომალიურ მოვლენას - ბერმუდის სამკუთხედს - ახსნა მოუძებნეს.

 

მკვლევარებმა თავიანთი ვერსია The Independent-ში გამოაქვეყნეს.

 

სინოპტიკოსებმა ატლანტიკის ოკეანეში, არასტანდარტული მეტეოზონის  სატელიტური სურათები შეისწავლეს. როგორც აღმოჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე მუდმივად უჩვეულო, ექვსკუთხა ფორმის   ღრუბელი ყალიბდება. ასეთი ღრუბლების გამოჩენა სამკუთხედის თავზე  "ბომბების"  როლს ასრულებენ.

 

როგორც მეცნიერები ირწმუნებიან, ჰაერის ნაკადი და ატმოსფერული ტალღები ძლიერად მიექანებიან ქვევით, და შეიძლება ითქვას, რომ "ფეთქდებიან". შედეგად იქმნება ტურბულენტური ზონა, სადაც ხვდებიან თვითმფრინავები და გემები.

 

ბერმუდის სამკუთხედი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ადგილია. მის შესახებ მრავალი მოსაზრება გამოითქვა. ერთ-ერთი ვერსიით, გაუჩინარებული და  დაკარგული თვითმფრინავები და გემები უცხოპლანეტელებთან კავშირშია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge