Powered by Jasper Roberts - Blog

17:31 02.11.2016
"რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება, თუ რა ზარალი მიადგა ციტრუსს"-ზურაბ პატარაძე

აჭარაში მოსულმა უხვმა ნალექმა და სეტყვამ ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ციტრუსის ნაწილობრივი დაზიანება გამოიწვია. სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის სოფლის მეურნეობისმინისტრთან ლაშა კომახიძესთან ერთად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანაქიძეებისერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა. მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა ხელვაჩაურისმუნიციპალიტეტის გამგებელი. მეციტრუსე ხუსეინ წულუკიძე იმ ფერმერთა რიცხვს მიეკუთვნება,რომელსაც ციტრუსი დაზღვეული ჰქონდა. ზურაბ პატარაძე ფერმერს არსებული მდგომარეობისშესახებ გაესაუბრა. მისი განცხადებით, სეტყვა ღამით რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა ამ ეტაპზე,ვიზუალური აღქმით შეუძლებელია მიყენებული ზიანის დათვლა.

 

"რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება, თუ რა ზარალი მიადგა ციტრუსს. ამისათვის ყველაშესაბამისი უწყება მობილიზებულია. ჩართულია სოფლის მეურნეობის სამინისტრო დამუნიციპალური სამსახურები. მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელზედაც ნებისმიერ მსურველს შეუძლიამიიღოს საჭირო ინფორმაცია,"-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

 

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებსდაწყებული აქვთ რეგიონში სეტყვის შედეგების შესწავლა. სპეციალური ჯგუფები ქობულეთისა დახელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში სავარაუდო დაზიანებებზე უკვე მუშაობენ. წინასწარიმონაცემებით, ციტრუსის დაზიანების არეალი ხელვაჩაურსა და ბათუმში უფრო მეტია, ვიდრექობულეთის მუნიციპალიტეტში. იმ შემთხვევაში თუ მეციტრუსე ფერმერს დაზღვევულიციტრუსოვანთა ნაყოფი დაუზიანდა, საჭიროა მიმართოს შესაბამის სადაზღვევო კომპანიებს.

 

მნიშვენლოვანია, რომ 24 საათის განმავლობაში მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის ამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ცხელი ხაზი შემდეგ ნომერზე - 1501, ასევე ცხელიხაზი მუშაობს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსტროში - 577 30 29 93, სადაც ნებისმიერმსურველს საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაექნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge