Powered by Jasper Roberts - Blog

16:44 02.11.2016
ქალმა თავისი და 45-წლიანი განშორების შემდეგ იპოვა... და ქმარი წაართვა

საყვარელი ადამიანის ღალატი საშინელი დარტყმაა. მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია, როცა ის უახლოეს მეგობართან ან ნათესავთან გღალატობს. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა 61 წლის ბრიტანელი ჯილ ფლოკჰარტი – მისმა ქმარმა მის უმცროს დასთან გააბა რომანი.


თანაც, დები ერთმანეთს 45-წლიანი განშორების შემდეგ შეხვდნენ. ჯილი ვერც იფიქრებდა, რომ დის სახლში შეშვებით თავისი ოჯახის დანგრევას უწყობდა ხელს.59 წლის ჰელენმა დის 69 წლის ქმართან გააჩაღა სასიყვარულო ურთიერთობა – მანამდე კარსონი და ჯილი 47 წლი ცხოვრობდნენ ერთად ბედნიერად. “მეგონა, მთელი ცხოვრება ასე ვიქნებოდით, ჩვენ ხომ ერთმანეთს შევაბერდით”, - ამბობს ჯილი, რომელიც თავის ქმარს 1971 წელს გაჰყვა ცოლად, ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში.



მათი ქორწინების შემდეგ მშობლები უმცროს დებსა და ძმებთან ერთად ავსტრალიაში წავიდნენ საცხოვრებლად და მას მერე ჯილი და ჰელენი ერთმანეთს აღარც შეხვედრიან. მხოლოდ რამდენიმე წელს განაახლეს ურთიერთობა, როცა ჰელენმა მოულოდნელად დაურეკა ჯილს და ამცნო, რომ წარმატებით გათხოვდა. მალე ჰელენი ბრიტანეთში ჩავიდა, რომ ნათესავები მოენახულებინა. 

ჯილი ვერც იფიქრებდა, რით დასრულდებოდა ეს ამბავი... აღმოჩნდა, რომ ჰელენის ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ მან და ჯილის ქმარმა ურთიერთობა განაგრძეს...დღეს ახალი წყვილი უკვე ერთად ცხოვრობს, ჯილი კი იმედგაცრუებული და გულნატკენია და ფიქრობს, სად დაუშვა შეცდომა.
ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge