Powered by Jasper Roberts - Blog

15:33 01.11.2016
დეპრესიაში ხართ, გადაიღალეთ? - გადაიკითხეთ ეს 13 რჩევა და მალე თქვენი ცხოვრება პოზიტივით აივსება

1. სტრესისგან გათავისუფლების ერთ-ერთი მეთოდი გახლავთ – 10-15 წუთის განმავლობაში თმის ვარცხნა. ეს პროცედურა სისხლის მიმოქცევას და კუნთების მოდუნებას უწყობს ხელს. 



2. აღმოსავლეთელი მეცნიერები გვასწავლიან:"გსურთ გათავისუფლდეთ დარდისგან? გადააადგილეთ 27 ნივთი სახლში". ითვლება, რომ ეს ათავისუფლებს სივრცეს ენერგიისთვის, რომელმაც დაუბრკოლებლად უნდა იმოძრაობს სწორი მიმართულებით. სცადეთ ეს მეთოდი და თავად დარწმუნდებით, რომ ის მართლაც ეხმარება ტვინს გადაერთოს პრობლემებისგან და დაისვენოს.



3. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ენერგია, 30 წამის განმავლობაში გაიკეთეთ მასაჟი წერტილებზე, რომლებიც მდებარეობს ცხვირი ქვეშ, წარბებს შუა, ქვედა ტუჩის ქვემოთ და ხელისგულის ცენტრში.



4. კიდევ ერთი მარტივი მეთოდი მოიხსნათ ნერვული დაძაბულობა და თავიდან აიცილოთ სტრესი. ამისათვის მთელი ძალით უნდა გაუსვათ ერთმანეთზე ხელისგულები, იქამდე, სანამ არ გაგიხურდებათ. ასევე კარგია ყურის ბიბილოების დაზელვა. ეს მეთოდი გამოგაცოცხლებთ და სამუშაოზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ. 



5. უარყოფით ემოციებთან გამკლავებაში დაგეხმარებათ 15-წუთიანი შხაპი. დადექით თბილი წყლის ქვეში და სულ მალე იგრძნობთ, რომ წყალს მიაქვს ყველაფერი უარყოფითი თქვენგან. 


6. გემრიელი საკვები – ეფექტური ანტისტრესული დოპინგია. შეინარჩუნოთ კარგი განწყობა – ამაში შემწვარი თევზი დაგეხმარებათ, ეს პროდუქტი შეიცავს ომეგა-3-ს, რაც ძალიან სასარგებლოა ნერვული სისტემისთვის. თუ თევზი არ გიყვართ, მიირთვით ნაყინი ან ბანანი. ეს პროდუქტები ანტიდეპრესანტებზე ნაკლებად არ იმოქმედებენ თქვენს ნერვულ სისტემაზე.



7. მოიწყვეთ 30-წამიანი სირბილი ზემოთ-ქვემოთ – ეს ვარჯიში გააძლიერებს ჟანგბადის მიწოდებას ტვინის იმ ადგილებში, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის ემოციურობაზე.



8. ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ 2-3 წუთის განმავლობაში სურათების გაფერადება, არაჩვეულებრივად უმკლავდება ნერვულ დაძაბულობას და სწრაფად ხსნის სტრესს.



9. ბევრ ადამიანში სტრესი გამოიხატება ხელების დაჭიმულობაში – ერთი სიტყვით, ამ დროს იძაბება მხრების, კისრის და ხერხემლის კუნთები და შესაბამისად იწყება თავის, კისრისა და წელის ტკივილები. ამ დროს არაჩვეულებრივია მასაჟი და ცურვა. მაგრამ თუ ამის საშუალება არ გაქვთ, სახლში, თუ სამსახურში გააკეთეთ ხოლმე ხელების მარტივი ვარჯიშები: ტრიალი, სხვადასხვა მხარეს მოხრა და ასე შემდეგ…



10. ცნობილია, რომ ნივთების თავის ადგილზე დალაგება აზრების დალაგებასაც უწყობს ხელს. გარდა ამისა, დალაგებული თაროების, ყუთების, კარადების ყურება ერთგვარ ფსიქოლოგიურ ეფექტს იძლევა – გარე მოწესრიგებულობა ადამიანს ქვეცნობიერად საკუთარ ცხოვრებაში გადააქვს.



11. გამონახეთ დრო დარჩეთ სახლში მარტო, იმისათვის, რომ დაალაგოთ ტვინში აზრები. ჩართეთ საყვარელი მუსიკა, გამოიღეთ მაცივრიდან საყვარელი ნუგბარი, მოკალათდით საყვარელ სავარძელში. დაფიქრდით, რა გინდათ ყველაზე მეტად და ჩაიწერეთ სურვილი ფურცელზე. განსაზღვრული სურვილი შემდგომ მოქმედებებში დაგეხმარებათ. 



12. არომატები მჭიდრო კავშირშია ემოციურ მეხსიერებასთან. ამიტომაც ძალიან კარგია გქონდეთ ახლომახლო ის სურნელი, რომელიც ასოცირდება განცდილი ბედნიერების, აღმაფრენისა და ნეტარების წუთებთან. ეს კარგი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.



13. აუცილებლად იცეკვეთ შინ! მუსიკის ქვეშ რიტმული მოძროაბები ეფექტურად ხსნის სტრესს! ამასთან ფიტნეს-კლუბში ვარჯიშებისგან განსხვავებით, ცეკვები გართობასთან ასოცირდება, გართობა კი - სტრესის მოხსნასთან.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge