Powered by Jasper Roberts - Blog

16:23 28.10.2016
მიზეზი, რის გამოც მატყუარა ადამიანები გამუდმებით იტყუებიან

ვინც ერთხელ მოიტყუა, ის ყოველთვის მოიტყუებს, ეს ცნობილი გამონათქვამია. ამაში მეცნიერულად დადასტურებული ჭეშმარიტებაცაა. კვლევებმა აჩვენა, რომ ტვინისთვის ყოველი მომდევნო ტყუილის მოფიქრება უფრო მარტივია. პატარ-პატარა ტყუილებს აუცილებლად დიდი და სერიოზული ტყუილი მოჰყვება.

 

University College London-ის მკვლევარებმა ჩაატარეს კვლევა, რომლის დროსაც ადამიანების პატიოსნების შემოწმება მისი ტვინის MRI მექანიზმზე სკანირებით ხდებოდა. კვლევაში 80 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც მისცეს შუშის ჭურჭელი, რომელშიც რკინის ფული იყო.

 

მონაწილეებს სხვადასხვა სიტუაციის გათვალისწინებით ეკითხებოდნენ, რამდენი ფული იყო მოთავსებული ქილაში. ერთ-ერთ შემთხვევაში, მათ სთავაზობდნენ, რომ თუ ისინი მოიტყუებოდნენ, მიიღებდნენ სარგებელს. MRI ამოწმებდა, თუ რა ცვლილებებს განიცდიდა ტვინი გადაწყვეტილების მიღების დროს.

 

კვლევამ აჩვენა, რომ როცა ადამიანები იტყუებიან ტვინის ნაწილის, სახელად ამიგდალას ქმედება იცვლება.


რაც მეტს იტყუებოდა მონაწილე, მით ნაკლებად აქტიური იყო ამიგდალა. დადასტურდა, რომ ყოველი მომდევნო ტყუილის თქმის დროს ტვინში ნაკლები კონფლიქტი ხდებოდა. ამავდროულად გამოჩნდა, რომ ამიგდალა კიდევ უფრო ნაკლებად აქტიური იყო, როცა ტყუილით სარგებელს თავად მონაწილე იღებდა.

 

 

კვლევამ დაადასტურა, რომ წინასწარ იმის თქმაც შესაძლებელია, რამდენის მოტყუება შეუძლია ადამიანს ყოველ მომდევნო ჯერზე. მეცნიერები აფრთხილებენ მშობლებს, მაქსიმალურად დაიცვან პატარები ტყუილის თქმისგან, რადგან ერთ ტყუილს ყოველთვის მოყვება მომდევნო.

 

წყარო: Time.com

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge