Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

16:26 06.10.2016
კლინიკა „თბილისის ონკოლოგიური ცენტრი“

ქ.თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი დაფუძნდა 2005 წელს ონკოპრევენციული პროგრამების განხორციელების მიზნით.შემდგომში მისი საქმიანობა გაფართოვდა, სრული დატვირთვით ამოქმედდა კლინიკა „თბილისის ონკოლოგიური ცენტრის“ სახით და მუშაობა წარიმართა სამედიცინო, სამეცნიერო- კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებებით.

დღეისათვის ცენტრში ხორციელდება როგორც პაციენტთა დიაგნოსტიკა, ასევე ყველა ტიპის ოპერაციული და მედიკამენტოზური მკურნალობა.  ფუნქციონირებს შემდეგი განყოფილებები:

მამოლოგია

გინეკოლოგია

კანიდარბილი ქსოვილები

თავ-კისერი

უროლოგია

პროქტოლოგია

მუცლის ღრუს ქირურგია

ლაპარასკოპია

ენდოსკოპია

ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგია

აღდგენითი(პლასტიკური) ქირურგია

ქიმიოთერაპია

ინტრაოპერაციული სხივური თერაპია (LIAჩ)

ჰემატოლოგია

ენდოკრინოლოგია

ბავშვთა და მოზრდილთა ალერგოლოგია

ოფთალმოლოგია

 

ქ. თბილისის ონკოლოგიური ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს:

1. “თ.ორაგველიძის კარდიოლოგიური კლინიკა” სადაც ტარდება:

კარდიოლოგის კონსულტაცია

ელექტროკარდიოგრაფია

ექოკარდიოგრაფია

ფიზიკური დატვირთვის ტესტი ტრედ მილით

24 საათიანი ე.კ.გ. მონიტორირება ჰოლტერის მეთოდით

 

2.    ოფთალმოლოგიური კლინიკა “შპს 21 საუკუნე”, რომელიც ახორციელებს შესაბამისი პაციენტების მკურნალობას:

სრული ოფთალმოლოგიური კვლევა

სათვალეების შერჩევა კომპიუტერით

ყველა ტიპის ოპერაცია თვალზე

პედიატრიული ოფთალმოლოგია

ლაზერული ქირურგია

 

 3.    ISOს ტანდარტის ლაბორატორია, სადაც პაციენტს შეუძლია ჩაიტაროს ნებისმიერი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევა, მათ შორის PCR დიაგნოსტიკა დალიმფო-ლეიკომებისა და იმუნური სტატუსის სადიაგნოზო ოქროს სტანდარტი -იმუნოციტო ქიმიური კვლევა უახლესი BD  Aცცური 6 შყსტემ (კატ.# 653118) ფლოუციტომეტრით.

დაწესებულებაში ფუნქციონირებს ოთხი საოპერაციო და სტაციონარი 36 საწოლზე. 

ცენტრში მომუშავე ლიცენზირებული, გამოცდილი სპეციალისტები უზრუნველყოფენ პროფესიონალურ მომსახურებას დღეისათვის არსებულ კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ ფასებში. 

კლინიკაში შესაძლებელია ტელემედიცინის გამოყენების საშუალებით განხორციელდეს ნებისმიერი სახის კონსულტაციის ჩატარება ან კონსილიუმების განხორციელება ევროპისა და  აზიის წამყვან ქვეყნებში.

ჩვენი დაწესებულება არის წამყვანი სადაზღვევო კომპანიების პროვაიდერი კლინიკა და შესაბამისად, უფასოდ და თანადაფინანსებით ემსახურება დაზღვეულებსა თუ სახელმწიფო სამედიცინო პროგრამის (საყოველთაო დაზღვევა)მოსარგებლეებს.

ონკოპრევენციის, ანუ კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში ტარდება უფასო გამოკვლევები და მანიპულაციები. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ეროვნული სკრინინგ-ცენტრის თაოსნობით დაფინანსდება ქ. თბილისის მერიისა და UNFPA-ისმიერ. პროგრამა ვრცელდება როგორც ქ. თბილისში, ისე რეგიონებში რეგისტრირებულ მაცხოვრებელ და დევნილ მოსახლეობაზე.

კლინიკას გააჩნია საკმარისი ტექნიკური და ადამიანური რესურსები, რათა უზრუნველყოს არარეზიდენტი მოსახლეობის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.

კლინიკის ბაზაზე მოქმედებს ტრენინგ-ცენტრი ექთნებისა და ყველა პროფილის ექიმებისათვის, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის წამყვანი და მოწვეული სპეციალისტების ლექციებისა და ტრენინგების დაგეგმვასა და ჩატარებას გამოცდილების გაზიარებისა და არაონკოლოგიური პროფლის კოლეგების  „ონკოლოგიური სიფხიზლის“ მიზნით. 

კლინკის სტრატეგიული განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტის ინოვაციების დანერგვა. 2012 წლის ნოემბრიდან თბილისის ონკოლოგიურ ცენტრში ინრაოპერაციული სხივური თერაპია დაინერგა, რისთვისაც დაწესებულების საოპერაციოში მსოფლიოს წამყვან ონკოლოგიურ კლინიკებში აპრობირებული „ინტარბიმის“ აპარატი იქნა შემოტანილი. სწორედ ოპერაციის მსვლელობისას, სიმსივნური წარმონაქმნის მოცილების შემდეგ ხორციელდება ინტრაბიმის სპეციალურად შერჩეული აპლიკატორის მოთავსება  კერაში და დასხივება 20-30 წთ-ის განმავლობაში, ერთჯერადად.  ეს კი საშუალებას იძლევა, აპლიკატორის გარშემო 1-2 სმ-ის დიამეტრში განადგურებულ იქნას სიმსივნური უჯრედები, რაც შემდგომში რეციდივის განვითარებას უშლის ხელს. დასხივების დასრულებისთანავე აპლიკატორს კერიდან აშორებენ, ჭრილობას კი კერავენ. რადგანაც,ზოგადი სხივური თერაპიისგან განსხვავებით, დასხივება უშუალოდ კერაში მიმდინარეობს, ჯანსაღი ქსოვილები დაცულია არასაჭირო ზემოქმედებისაგან. ამრიგად, „ინტრაბიმი“ ზოგავს პაციენტთა დროს, ფინანსებსა და ჯანმრთელობას, უფრთხილდება მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. 

 ამჟამად ხორციელდება ახალი აპარატის “ლიაკის” აქტიური გამოყენება არამარტო სარძევე ჯირკვლის, კანის კიბოს და თავის ტვინის პირველადი და მეტასტაზური სიმსივნეების, არამედ აბდომინური, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური სიმსივნების რადიოთერაპიისთვის. ამასთან, ჯერ-ჯერობით ეს ერთადერთი აპარატია ამიერკავკასიის რეგიონში და შესაბამისად, ონკოცენტრი Aაპირებს პაციენტების მიღებას მეზობელი ქვეყნებიდანაც.

თბილისის ონკოლოგიური ცენტრში დანერგილია ე.წ. ღOMA ტესტი _ საკვერცხის ავთვისებიანობის რისკის  განსაზღვრის ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს  საკვერცხის კიბოს არამარტო ადრეულ სტადიებზე გამოვლენას, არამედ კიბოსწინარე დაავადებების მალიგნიზაციის რისკის განსაზღვრასაც. ტესტი, შესაძლოა, გამოყენებულ იქნას, როგორც სტანდარტული  წინა ოპერაციული გამოკვლევის დამატება, რათა მოხდეს ავთვისებიანობის ალბათობის დამატებითი შეფასება ოპერაციის წინ, როდესაც სხვა წინა ოპერაციული გამოკვლევა არ გამოავლენს ავთვისებიანობას. იგი ახდენს ადამიანის ეპიდიდიმის (საკვერცხის ჩანართის) პროტეინ 4 (HE4) ენზიმის იმუნომეტრული გამოკვლევის (EIA) შედეგების, AღჩHIთEჩთ ჩA 125 II™ და მენოპაუზის სტატუსის კომბინირებას, რათა მოხდეს ერთი რიცხვობრივი მაჩვენებლის მიღება, რომელიც დაკავშირებულიაავთვისებიანობის რისკთან. ეს კი საკვერცხის კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის შემცირების რეალური გზაა და მეტად საშური საქმეა, რადგან ჩვენი ქვეყნის ქალთა პოპულაციას საშუალებას აძლევს ისევე ისარგებლოს მედიცინის უახლესი მიღწევებით, როგორც ეს ხდება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში.

2016 წლიდან კლინიკაში დაინერგა ჰიპერთერმიის, ანუ სიმსივნური წარმონაქმების მაღალტემპერატურული რეჟიმის პირობებში მკურნალობის უახლესი მეთოდი, რომელიც როგორც დამოუკიდებლად, ისე ქიმიო და სხივურ თერაპიასთან ერთად გამოიყენება და საუკეთესო შედეგებით ხასიათდება როგორც სიმსინესთან მიმართებაში, ისე ჯანსაღი ორგანოების დაზოგვის თვალსაზრისით. 

ამრიგად, თბილისის ონკოლოგიური ცენტრი ემსახურება და ელოდება ნებისმიერი სოციალური ფენის მოქალაქეს, სთავაზობს მათ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას ცხოვრების ხარისხი შენარჩუნების ფონზე,  ვითარდება მოსახლეობის სიმსივნური დაავადებებისაგან არამარტო განკურნების, არამედ დროული გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით და მიზნად ისახავს კიბოთი გამოწვეული სიკვდილობის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge