Powered by Jasper Roberts - Blog

14:40 01.10.2016
როგორ დავიკლოთ წონაში დიეტის გარეშე

სწორად კვება, როგორც წესი, წონაში კლების საუკეთესო საშუალებაა. ხანდახან ზოგიერთ პროდუქტზე უარს ვამბობთ, რადგან გვგონია, რომ ჩვენთვის საზიანოა, თუმცა უკეთესი იქნება, თუ ყველაფერს ზომიერების ფარგლებში მივირთმევთ.

 

India Times დიეტოლოგების რეკომენდაციებს გვთავაზობს, რათა ჯანსაღად და სწორად ვიკვებოთ.

 

თავდაპირველად, ჩვენი სასადილო ოთახიდან ტელევიზორი უნდა გავიტანოთ, რადგან ყურებისას ხშირად ვერ ვხვდებით, ისე მივირთმევთ ბევრს, შემდეგ კი წონაში ვიმატებთ. ჯობს, ოჯახის წევრებთან ერთად ნელა ვისადილოთ და თან ვისაუბროთ.

 

ყოველ დილით კვერცხის მირთმევა წონის კონტროლში გვეხმარება. ცნობილია, რომ მარცვლეულით ან ტკბილეულით საუზმობისას წონაში ადვილად ვიმატებთ, კვერცხი პროტეინებსა და ვიტამინებს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოა.

 

თევზის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მკვებავ ვიტამინებსა და ომეგა 3-ს შეიცავს. თევზი საუკეთესოა გულისთვის, კანისთვის და წონაში კლებისთვის. ასევე, უცხიმო ხორცის ზომიერად მიღება ორგანიზმს აჯანსაღებს და კვებავს.

 

ორცხობილებით წახემსება ხანდახან კილოგრამების მომატების მთავარი მიზეზია, შიმშილის დროს, ბოსტნეულით ან ხილით წახემსება უკეთესი გამოსავალია.

 

ხილის წვენები, თუნდაც ისინი ძვირადღირებული იყოს და ეტიკეტი გიჩვენებდეთ, რომ ნატურალურია, სახლში დამზადებული არ არის და დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს, ამიტომ სჯობს წყურვილის წყლით დაკმაყოფილება.

 

საკვების ეტიკეტებს ხანდახან შედომაში შევყავართ, რადგან "ნაკლები ცხიმი" რასაც აწერია, ხანდახან "მეტ შაქარს" შეიცავს. 

მნიშნვნელოვანია, კიდევ ერთი რამ, კარაქის მირთმევით კილოგრამებს სულაც არ მოვიმატებთ, თუ ამას ზომიერად გავაკეთებთ, რადგან მასში ბევრი პროტეინია.

 

სჯობს, პოლიეთილენში შეფუთული ბოსტნეული არ შევიძინოთ, რადგან, ზოგადად ამ საშუალებით დაფასოებული პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. თუ გვინდა, ჯანსაღი ბოსტნეული მივირთვათ, შეუფუთავის შეძენა სჯობს.

 

 

ხახვი ორგანიზმიდან მარილებსა და მსგავს საშუალებებს გამოდევნის, ამიტომ ის მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

 

იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში მოუცლელობის გამო ვერ ვსადილობთ, ორცხობილებით წახემსებას უმარილო თხილის ან კაკლის მირთმევა სჯობს.

 

ექიმების აზრით, არაჟანი საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქცია, ამიტომ გვირჩევენ, ხშირად მივირთვათ ან დავამატოთ სადილს ან საუზმეს.

 

ბრინჯის სასარგებლო თვისებების შესახებ დიეტოლოგები დიდი ხანია საუბრობენ. ეს პროდუქტი შიმშილსაც აკმაყოფილებს და წონაში კლებისთვისაც კარგი საშუალებაა.

 

თუ გული ჩვენი სუსტი ორგანოა, კარდიოლოგები დიდი რაოდენობით ბოსტნეულის ყოველდღიურად მირთმევას გვირჩევენ.

 

რაც შეეხება ჩვენს საყვარელ ტკბილეულს, კვლევების თანახმად დადგინდა, რომ შაქარი ისევე კლავს, როგორც მოწევა!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge