Powered by Jasper Roberts - Blog

00:43 30.09.2016
როგორ აღვიქვათ ადეკვატურად კრიტიკა - ფსიქოლოგის რჩევები

ვინ გვაკრიტიკებს?

თქვენ არასოდეს აანალიზებთ, ვინც გაკრიტიკებთ? ეს არ ეხება უფროსს, რომელიც შეიძლება უკმაყოფილო იყოს თქვენი მუშაობით. შეადგინეთ იმ ადამიანების სია, რომლებიც გაკრიტიკებენ, და დაფიქრდით, რატომ იქცევიან ასე. გარწმუნებთ, ძალიან საინტერესო სურათი დაიხატება.


თანამშრომელი გაკრიტიკებთ უბრალოდ იმიტომ, რომ მასზე უკეთესად ართმევთ თავს  საქმეს. მეგობარს შეუძლია გააკრიტიკოს თქვენი კაბა მხოლოდ იმიტომ, რომ თვითონაც უნდა ასეთი, მაღაზიაში კი არ არის მისი ზომა.
რატომ გვაკრიტიკებენ?

კრიტიკისთვის შეიძლება რამდენიმე მიზეზი არსებობდეს:- სურვილი გაგიფუჭოთ განწყობა, იმიტომ რომ არ მოსწონხართ.- სურვილი აიმაღლოს თვითშეფასება თქვენს ხარჯზე .- სურვილი დაგეხმაროთ შეიცვალოთ, შეიცვალოთ ქცევები, ცხოვრების სტილი.

ადეკვატურად როგორ მოვახდინოთ რეაგირება?

1. მოიკრიბეთ ნებისყოფა და ეცადეთ არ აჩვენოთ გამკრიტიკებელს საკუთარი გრძნობები. ასე ის მიხვდება, რომ მისი სიტყვები არ მოქმედებენ თქვენზე და, შესაბამისად, ვერ მიიღებს სიამოვნებას და აღარ გააგრძელებს თქვენს წყენას.

2. გადადით კონტრიერიშზე. ეს კი ნიშნავს: პირველი - ისწავლოთ კრიტიკაში პოზიტივის დანახვა, მეორე - მადლობა უთხრათ გამკრიტიკებელს და ამით განაიარაღეთ ის.

3. წარმოიდგინეთ, რომ კრიტიკა ეხება სხვა ადამიანს, რომელსაც ძალიან კარგად იცნობთ. ისწავლეთ გაიგოთ ეს და არ აღიქვათ ასეთი კრიტიკა სერიოზულად და ამასთანავე არ განაწყენდეთ იმაზე, ვინც გაკრიტიკებთ.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge