Powered by Jasper Roberts - Blog

14:08 22.09.2016
8 ნიშანი რომ თქვენი პარტნიორი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არაა

ზოგჯერ ქალები და მამაკაცები ურთიერთობას სხვადასხვანაირად აღიქვამენ. ქალისთვის მამაკაცთან ურთიერთობა ხშირად გაცილებით მეტს ნიშნავს და მეტს ელოდება. ამაზე წინასწარ საუბარი, უმეტეს შემთხვევაში, უხერხულია. როგორ უნდა მიხვდეთ, რომ მამაკაცი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არაა?

 

ის ხშირად ჩივის ყოფილ შეყვარებულზე

 

გარკვეული ასაკისთვის ყველა ადამიანს საპირისპირო  სქესთან ურთიერთობის გამოცდილება უგროვდება. თუ თქვენთან ხშირად ახსენებს ყოფილ შეყვარებულს, არ აქვს მნიშვნელობა, დადებითს ამბობს თუ უარყოფითს, ე.ი. ჯერ კიდევ არაა მზად ახალი ურთიერთობისთვის. აქ ემოციური პრობლემა ჩანს. მას ჯერ კიდევ აწუხებს ყოფილი ურთიერთობა და შესაბამისად, ახალ პასუხისმგებლობასაც ვერ აიღებს.

 

არ ჰყავს ახლო მეგობრები

 

თუ თქვენი პარტნიორი ასეთ ადამიანებს მიეკუთვნება, დიდი შანსია რომ თვითონ არ შეუძლია რთულ პერიოდში მეგობარს დახმარება გაუწიოს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სირთულეების გადალახვისას თქვენც მარტო აღმოჩნდეთ პრობლემის წინაშე.

 

არასდროს არაფერს გეგმავს

 

ყოველთვის შეიძება შეიქმანს სიტუაცია, როცა გეგმების შეცვლა მოგიწევთ, მაგრამ თუ თქვენი შეყვარებული სისტემატიურად ბოლო წუთში ცვლის შეხვედრის დროს, მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი ხართ.მან ახლახანს დაასრულა წინა ურთიერთობა

 

არ აქვს მნიშვნელობა ყოფილ შეყვარებულთან წლების განმავლობაში იყო თუ მხოლოდ რამდენიმე თვე. დაელოდეთ სანამ ძველი გრძნობები გაცივდება. მამაკაცებიც სამკაოდ ემოციურები არიან წარუმატებელ რომანებთან.

 

ის ურთიერთობის დასაწყისშივე სექსზე მიგანიშნებთ

 

თუ პირველივე პაემანზე ურთიერთობა ამ მიმართულებით წაიყვანა, სერიოზული ურთიერთობის იმედი ნუ გექნებათ. მას უბრალოდ სქესობრივი პარტნიორის შეცვლა სურს. მთავარია, რომ მისგან მარადიული სიყვარულის იმედი არ გქონდეთ.

 

მხოლოდ საკუთარი სურვილები აღელვებს

 

ის თქვენს სურვილებს ნაკლებად ითვალისწინებს. თუ დარეკვა მოუნდება, შეუძლია ეს გვიან ღამით გააკეთოს, როდესაც გძინავთ.  მისთვის საკუთარი სურვილები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი.

 

და ბოლოს, თუ ის პირდაპირ გეუბნებათ რომ ურთიერთობისთვის მზად არაა, ძალიან დიდია ალბათობა, რომ თქვენთან დაშორებას აპირებს. თავად განსაზღვრეთ თქვენ თუ გსურთ ასეთ მამაკაცთან ურთიერთობა.

ავტორ(ებ)ი : oxford-med.ge