Powered by Jasper Roberts - Blog

15:18 20.09.2016
ძაღლის ყოლა ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრასა და სტრესის დაძლევაში ეხმარება

ფსიქოანალიტიკოსების აზრით, ძაღლის ყოლა ადამიანს ფსიქოლოგიური პრობლემების გადაჭრასა და სტრესის დაძლევაში ეხმარება. 

 

ეს აღმოჩენა ფსიქოლოგებმა ზიგმუნდ ფროიდის თეორიაზე დაყრდნობით გააკეთეს, რომელიც ემოციური მდგომარეობის ვერბალურად გადმოცემის სამკურნალო დანიშნულებაში მდგომარეობს.

 

ადამიანებს ისეთი ვინმე სჭირდებათ, ვისაც ენდობიან, ვინც მათ მონათხრობს გაიგებს და გულთან ახლოს მიიტანს, თუმცა ხშირად ასეთი მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოცვით არ ვართ განებივრებულები.

 

ფსიქოთერაპევტების აზრით, ნდობით აღჭურვილ მეგობართან ან ოჯახის წევრთან ემოციების გაზიარების მსგავსად, სტრესისა და დაძაბულობის მოხსნა ძაღლთან საუბარსაც შეუძლია.

 

ამ თემაზე ცნობილი კვლევა კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორ მეთიუ კასელს ეკუთვნის. კვლევაში ბავშვების სოციალურ და ემოციურ განვითარებაზეა საუბარი. კასელმა 12 წლის ბავშვების სტატისტიკურ მონაცემები შეისწავლა და აღმოაჩინა, რომ ისინი, ვინც მშობლების დაშორების, ძალადობის, ავადმყოფობის ან სხვა ფაქტორების გამო სტრესი გადაიტანეს, თავიანთ შინაურ ცხოველებთან უფრო ახლო და მეგობრულ ურთიერთობაში იყვნენ, ვიდრე ჩვეულებრივ გარემოში მყოფი ბავშვები.

 

ბავშვები თავიანთ განცდებსა და ემოციებს ცხოველებს უზიარებდნენ.

 

კასელმა ასევე დაადგინა, რომ გოგონები თავიანთ დებზე ან ძმებზე მეტად, ემოციურ კავშირს ცხოველებთან ამყარებდნენ.

 

ამისი ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ცხოველებს არ ესმოდათ, რას ეუბნებოდნენ.

 

მოზრდილებსა და შინაურ ცხოველებს შორის ურთიერთობის შესახებ კვლევა ლინკოლნის უნივერსიტეტის პროფესორმა აისლინ ევანს-ვილდიმ ჩაატარა. მასში 306-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა (232 ქალი და 74 მამაკაცი). კვლევის შედეგად რამდენიმე განსხვავებული ემოცია გამოიკვეთა.

 

პირველი აღმოჩენა სქესობრივ დიფერენციაციას ეხებოდა.

 

როგორც აღმოჩნდა, ქალები უფრო ხშირად ესაუბრებიან თავიანთ შინაურ ცხოველებს, ვიდრე მამაკაცები.

 

როდესაც ქალები დეპრესიაში, აპათიაში არიან ან ეჭვიანობენ, თავიანთ ცხოველებთან საუბრობენ, ხოლო როდესაც ბრაზდებიან, მამაკაცებთან.

 

ორივე კვლევის მიხედვით ერთი რამ დადგინდა, მოზრდილებიც და ბავშვებიც თავიანთ შინაურ ცხოველებთან ემოციურ მდგომარეობასა და პრობლემებზე საუბრისას თავს კომფორტულად გრძნობენ, რაც სტრესის დაძლევაში ეხმარებათ.

 

მომზადებულია Psychology Today-ს მიხედვით.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge