Powered by Jasper Roberts - Blog

17:29 19.09.2016
როგორ ჩადგეთ ფორმაში უმოკლეს დროში – რჩევები ჰოლივუდის ვარსკვლავებისგან

ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მოდელები ყოველდღიურად ბრწყინავენ კამერების წინ.  თითოეული მათგანის ცხოვრებაში კი (ორსულობის დროს), ყოფილა პერიოდი, როდესაც იდეალური ვიზუალისგან შორს იყვნენ.


გთავაზობთ ცნობილ დედებს, რომლებიც მშობიარობის შემდეგ უმოკლეს დროში დაუბრუნდნენ სასურველ ფორმას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კეტრინ ზეტა-ჯონსი


17211765-04-1473233528-650-0b071e0807-1-1473772280


ორსუილობის დროს მან 19 კილოგრამი მოიმატა, ხოლო დაიკლო ქრეშ-დიეტის წყალობით: დაბალკალორიული პროდუქტები, ვახშმად კი აუცილებლად ბოსტნეულის წვნიანი.

 


სელმა ჰაიეკი

17211815-05-1473233891-650-aefa22172b-1-1473772280


23 მომატებული კილოგრამის დაკლება მსახიობმა ხმელთაშუა ზღვის დიეტის წყალობით მოახერხა. მთავარი პროდუქტი ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი იყო.

 


ჯენიფერ ლოპესი


17212215-06-1473234198-650-7c4984f8b6-1-1473772280


როდესაც დედა გახდა, ჯენიფერ ლოპესმა ზედმეტ 22 კილოსთან ბრძოლა დაიწყო. ამისთვის კი ცილების დიეტა არჩია, სადაც დღეში მაქსიმუმ 1400 კალორიის მიღება იყო დასაშვები.

 

ემი ადამსი


17212165-07-1473234644-650-03d809725d-1-1473772280


ემი ჰოლივუდის მსახიობების იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც თვლიან, რომ წონის დაკლება სილამაზის მთავარი გზა არ არის. მშობიარობის შემდეგ მან არა მკაცრი დიეტის დაცვა, არამედ უბრალოდ ცეკვა არჩია.

 


ადრიანა ლიმა


17212115-08-1473235043-650-0755ae1ca9-1-1473772280


სუპერმოდელმა ორსულობის დროს 15 კილოგრამი მოიმატა. იმისათვის, რომ სასურველ ფორმაში დაბრუნებულიყო, ლიმა ყოველდღიურად 2,5 ლიტრ წყალს სვამდა და ლახტით ხტუნაობდა.

 


კეიტ უინსლეტი


17212065-09-1473235311-650-99a85d5228-1-1473772280


„ტიტანიკის“ ვარსკვლავი ყოველთვის მრგვალი ფორმებით გამოირჩეოდა, თუმცა ზედმეტი 20 კილოგრამი მის გეგმებში არ შედიოდა. სასურველი ფორმა კი წყლის, ჩაისა და ბოსტნეულის წყალობით დაიბრუნა.

 


ზოი სალდანა


17211965-11-1473236139-650-bfb447494b-1-1473772280


წარმოუდგენელია, მაგრამ ორსულობის დროს ზოის წონამ 83 კილოგრამს მიაღწია. სასურველ ფორმას კი არა დიეტების, არამედ ბოქსის, ცეკვისა და პილატესის წყალობით მიაღწია.

 


ბიონსე


17211915-12-1473241757-650-8927984fb7-1-1473772280

მშობიარობიდან რამდენიმე თვეში ბიონსე ბრწყინავდა სცენაზე. ამ ფაქტორს ის მკერდით კვებას უმადლის, რაც ფიგურაზე დადებითად აისახება. მომღერალი ხშირად მიირთმევს ანანასსაც, რაც ცხიმების წვის საუკეთესო საშუალებაა.

 

ჯესიკა ალბა

17211865-13-1473242107-650-f6731c5a0d-1-1473772280

ალბას საიდუმლო დიეტას „3+2+1“ ჰქვია და ის შემდეგი სახისაა: სამი სრული კვება დღის განმავლობაში, ორი მსუბუქი კვება და ერთი ლიტრი წყალი. ის ასევე თვლის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მიირთათ განსაზღვრული რაციონის ნახევარი, რათა მუდმივად ფორმაში იყოთ.

ავტორ(ებ)ი : fortunaplus.ge