Powered by Jasper Roberts - Blog

16:02 16.09.2016
ექიმები ერთ-ერთ ყველაზე საშიში ტიპის კიბოს დამარცხებას გვპირდებიან

კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და საშიშ ფორმად ითვლება, რადგანაც სიკვდილიანობა თითქმის 100%-ის ტოლია. თუმცა, ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა მკურნალობის ახალი მეთოდი წარმოადგინეს: ადამიანი იმუნიტეტით ებრძვის კიბოს ამ მძიმე ფორმას.

 

ექსპერტებმა 110 მოხალისეზე პრეპარატი IMM-101 გამოიყენეს. 85%-ს კიბო 

 

უკვე მეტასტაზირების სტადიაში აღენიშნებოდა. პაციენტების ერთი ნაწილი იღებდა ახალ პრეპარატს, მეორე კი სტანდარტულ ქიმიოთერაპიის კურსს იტარებდა. პირველი ჯგუფის პაციენტებმა იცოცხლეს მინიმუმ 7 თვე (ზოგიერთმა წელიწადი და მეტიც), ხოლო მეორე ჯგუფის - საშუალოდ 4,4 თვე.

 

ცნობილია, რომ IMM-101 „აიძულებს“ იმუნიტეტს შეუტიოს კიბოს უჯრედებს. პრეპარატს მოქმედების შერჩევითი მექანიზმი აქვს (მხოლოდ სიმსივნის შეხების ზონაში), რაც გვერდითი ეფექტების რისკს ამცირებს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge