Powered by Jasper Roberts - Blog

00:00 08.09.2016
რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მეცნიერების შოკისმომგვრელი დასკვნა

ჩრდილოეთ კაროლინის სამედიცინო სკოლის პროფესორი აცხადებს, რომ ბიოცენტრიზმის თეორიის თანახმად, სიკვდილი ილუზიაა, რომელსაც ჩვენი ქვეცნობიერი ქმნის. რობერტ ლანცი ამტკიცებს, რომ ადამიანი სიკვდილის შემდეგ პარალელურ სამყაროში ხვდება.


მკვლევარის თქმით, ადამიანის ცხოვრება, მრავალწლიან მცენარეს ჰგავს, რომელიც კვლავ და კვლავ ბრუნდება, რომ ამ სამყაროში ისევ აღმოცენდეს. ყველაფერი, რასაც ვხედავთ, ჩვენი გონების წყალობით არსებობს - მიიჩნევს მეცნიერი.



რობერტ ლანცი ხაზს უსვამს, რომ ადამიანებს სიკვდილის სჯერათ, იმიტომ, რომ ასე ასწავლიან ან ქვეცნობიერისთვის სიცოცხლე შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებასთან ასოცირდება. 



ლანცი მიიჩნევს, რომ სიკვდილი სიცოცხლის საბოლოო დასასრული არ არის და მხოლოდ პარალელურ სამყაროში გადასვლას ნიშნავს.



ფიზიკაში დიდი ხანია არსებობს თეორია, რომლის თანახმადაც არსებობს უამრავი სამყარო, სხვადასხვა ხალხითა და გარემოებებით.



ყველაფერი, რაც შეიძლება მოხდეს, უკვე სადღაც ხდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა სიკვდილი საერთოდაც არ არსებობდეს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge