Powered by Jasper Roberts - Blog

17:13 06.09.2016
6 მინიშნება, რომ თქვენს მფარველ ანგელოზს რაღაცის თქმა სურს

ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როცა გგონიათ ვიღაც გაკვირდებათ, ირგვლივ კი არავინაა. ხანდახან მსგავსი მოჩვენებები შიზოფრენიის, ფობიესბის და სხვა ნერვული დაავადებების სიმპტომებია, თუმცა ამასა და თქვენი მფარველი ანგელოზის გზავნილებს შორის დიდი სხვაობაა. ეს ზებუნებრივი ძალაა, რომლის მატერიალურად აღქმა ადამიანს არ შეუძლია.

 

გთავაზობთ 6 მინიშნებას, რომლებსაც პარალელური სამყაროდან შეიძლება იღებდეთ:

 

1. სიზმრები ძალიან მკაფიოდ გამახსოვდებათ

სულიერი სამყარო შეტყობინებებს ხშირად სიზმრების სახით გვიგზავნიან. თუ ცხოვრებაში ცვლილებები გელით, ამის შესახებ შესაძლოა სიზმრის საშუალებით შეიტყოთ. 

როცა გძინავთ, ასტრალური სამყარო მისაწვდომი ხდება და სხვა სფეროების მიმართ მეტად მგრძნობიარე ხდებით. იმქვეყნიური ფაქტები მოგევლინებათ იმ სახით, რა სახითაც თქვენთვის იქნება დასამახსოვრებელი. თუ გააცნობიერებთ, რომ ეს მინიშნება ზეციურია, მინიშნების უკეთ შესაცნობად უნდა მოახდინოთ მისი ფორმულირება.


2. თქვენი მეხუთე გრძნობა ძლიერდება

რეალური სამყაროს სუნს, ხმას, გემოსა და შეხებას გრძნობთ. ირეალური სამყარო როგორც კი სიგნალს მოგცემთ, იგრძნობთ, რომ ეს სუნი და ხმა მოცემულ მომენტში იქ არ უნდა იყოს. ეს შესაძლოა იყოს ყვავილის, ბალახის, სანთლის ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის სუნამოს სურნელი. შესაძლოა ყურში ხმები ჩაგესმათ. თქვენი პერიოფერიული გონებით კი 

მათი სხეულის ფორმები და გადაადგილებაც შესაძლოა იგრძნოთ. ნუ შეგეშინდებათ, ყური უგდეთ, იყავით დაკვირვებული და გახსნილები, დაუსვით კითხვები.

 

3. ელექტრონიკა და ელექტრიკა 

ზეციური და პარანორმალური მინიშნებები ამ სახითაც ვლინდება. მაგ: თუ თქვენი მანქანა არ იქოქება, თუმცა ყველაფერი მწყობრშია, ე.ი. თქვენს მფარველ ანგელოზს თქვენი შეჩერება სურს, ამიტომ სჯობს დაიცადოთ. ნუ შეგეშინდებათ და გახსოვდეთ, რომ ენერგია, რომელიც რომელიმე ადამიანთან გაკავშირებთ, მარადიოლად გიცავთ.


4. ამოუხსნელ ცოდნას გრძობთ

თუ კითხვაზე, რომელზეც აქამდე პასუხი არ გქონდათ, მოულოდნელად ყველაფერი ნათელი გახდა - ესეც ზებუნებრივი ნიშანია. ის, ვინც თქვენ გმფარველობთ, ზრუნავს თქვენს გონიერებაზე, რათა გაიგოთ ყველაფერი, რაც მანამდე თავშიც არ მოგსვლიათ. და შემდეგში, როცა დახმარებას ითხოვთ, ეს ძალა მინიშნებების სახით დახმარებას აღმოგიჩენთ. უბრალოდ ყური უგდეთ.

 

5. როცა გაციებთ

როცა სიმართლეს ამტკიცებთ, თუნდაც ყველაზე საშიში მოვლენა იყოს, კანზე სიცივეს გრძნობთ ან ზურგი გიცივდებათ და ჟრუანტელი გივლით, ეს სწორედ მინიშნებაა, რომ თქვენს გვერდით სხვა სამყაროა, რომელიც მზადაა საპასუხო რეაქციისთვის.

 

6. შენიშნეთ, რომ მინიშნებები თვალში თავად გხვდებათ

გქონიათ შემთხვევა, როცა რაიმეზე ფიქრისას, შემთხვევით იღებთ პასუხს აჟღერებული სიმღერით ან შემხვედრი ავტომობილის თავზე წარწერით? მინიშნებების დამთხვევა პარალელური სამყაროდან მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ სწორ გზას ადგახართ. ყურადღებით განეწყვეთ საკუთარი შეგრძნებების მიმართ და თქვენამდე მოღწევა გაუადვილდება.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge