მეცნიერების დასკვნის თანახმად, 1970-იანი წლებიდან მსოფლიო ოკეანეებმა პლანეტის ტემპერატურის ზრდის 93 % შთანთქა ანუ გლობალური დათბობის პროცესში დედამიწის „ფარი“ გახდა. თუმცა, ამან ოკეანის ბინადრების ცხოვრების სისტემა სრულად შეცვალა. კლიმატის ცვლილებებიდან გამომდინარე პლანქტონებმა, მედუზებმა, წყლის კუმ და თევზების ზოგიერთმა სახობამ იმ წყლებში გადაინაცვლეს, რომლებიც მათთვის სრულიად უცხო იყო. ამ პროცესების გამო თევზჭერის ჩვეული არეალიც იცვლება, რაც მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, მეცნიერთა განმარტებით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ოკეანეში ტროპიკული დაავადებები ვრცელდება, რაც ადამიანებს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.