Powered by Jasper Roberts - Blog

16:45 06.09.2016
როგორ გახდეთ იმაზე მიმზიდველი, ვიდრე ხართ - რამდენიმე ხრიკი

შესაძლოა ფიქრობთ, რომ ადამიანს ძალიან ცოტა რამ შეუძლია გააკეთოს საკუთარი მომხიბვლელობის შესაცვლელად, მაგრამ არსებობს ცვლილებები, რასაც მინიმალური ძალისხმევა და დრო სჭირდება, რათა საზოგადოებამ უფრო მომხიბვლელად ჩაგთვალოთ.


1. არაფრისმთქმელ და მოსაბეზრებელ საუბრებს მოერიდეთ 

არა ამინდსა და ახალ ამბებზე, არამედ საკუთარ თავსა და ინტერესებზე 

ისაუბრეთ, დაინტერესდით სხვა ადამიანის გატაცებებით.

 

2. თვალის კონტაქტი

როცა ადამიანს პირველად გაიცნობთ, დააფიქსირეთ მისი თვალის ფერი. ამ დროს თვალის პირისპირ უფრო დიდხანს შეყოვნდებით და მეტად მომხიბლელი მოეჩვენებით.


3. პირადი ჰიგიენა

კარგი შხაპი დიდ სამსახურს გაგიწევთ მომხიბვლელობის კუთხით. უკეთესი სურნელი გექნებათ, თქვენი თმაც უკეთ გამოიყურება და ამით ამტკიცებთ, რომ საკუთარ თავს აფასებთ. არასდროს დაგავიწყდეთ კბილების გამოხეხვა, დეოდორანტის გამოყენება და გაპარსვა.

 

4. ხელის ჟესტები

ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ადამიანები მათ უფრო საინტერესოდ და თავდაჯერებულად მიიჩნევენ, ვინც საუბრისას ხელების ჟესტიკულაციას იყენებს. ეს მიმზიდველია.

 

5. მოხდენილად ჩაიცვით

როგორც იტყვიან , სამოსით ხვდებიან. აუცილებელი არ არის მხოლოდ მოდურ ბრენდებს იცმევდეთ, უბრალოდ გემოვნებით ჩაცმა ისწავლეთ.

 

6. გაიღიმეთ

ღიმილი ალამაზებს.

 

7. ქალებისთვის გაცილებით მომხიბვლელია მამაკაცი, რომელიც რთულად მოსაპოვებელი ჩანს, როცა რთულია გაიგო ნამდვილად მოწონხართ მას, თუ არა. მამაკაკაცებისთვის ეს ტაქტიკა გამოსადეგია და ქალი მასზე უფრო მეტს იფიქრებს.

 

8. კარგი სურნელი

ცოტაოდენი კარგი სუნამო და სხვა ადამიანის ტვინის მუშაობას ააქტიურებთ.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge