Powered by Jasper Roberts - Blog

15:26 01.09.2016
ანტიბიოტიკები ბაქტერიებზე ზემოქმედებასთან ერთად თავის ტვინის ნერვული უჯრედების ზრდას აჩერებენ

ანტიბიოტიკები, რომლებიც ნაწლავურ ბაქტერიებს კლავს ამავდროულად ჰიპოკამპუსის (თავის ტვინის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მეხსიერებაზე აგებს პასუს) ნერვული უჯრედების ზრდას აჩერებს, იუწყება ახლადჩატარებული სამეცნიერო კვლევა, რომლის შედეგები დაიბეჭდა 19 მაისს ჟურნალში Cell Report. მეცნიერებმა ასევე ამოხსნეს საიდუმლო თუ როგორ ახერხებს სისხლის თეთრი უჯრედები ერთმანეთს ფუნქციურად დააკავშიროს თავის ტვინი, იმუნური სისტემა და ნაწლავები.

 

"ჩვენი დასკვნით ანტიბიოტიკების გახანგრძლივებული მიღება უარყოფითად ზემოქმედებს თავის ტვინის ფუნქციონირებაზე,’’-ამბობს მაქს–დელბრუკის მოლეკულური მედიცინის ცენტრის (ბერლინი, გერმანია) მთავარი პროფესორი, კვლევის ავტორი სუზან ასუ ვულფი.’’მაგრამ პრობიოტიკებს" შეუძლია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციონირება აღადგინოს და მკურნალობის რეალურ არჩევანად იქნას მიჩნეული.’’

 

პროფ. ვულფმა დაახლოებით 10 წლის წინ პირველმა აღმოაჩინა იმუნური სისტემის T უჯრედების გავლენა თავის ტვინის უჯრედების ნორმალურ ფუნქციონირებასა და ფიზიოლოგიაზე.

 

ახალ კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ანტიბიოტიკების მეშვეობით თაგვებში ხელოვნურად გამოიწვიეს ნაწლავური ფლორის სრული განადგურება. იმ თაგვებთან შედარებით, რომელთაც ანტიბიოტიკები არ გაუკეთდათ, მათ მეხსიერების ცუდი მაჩვენებელი და შეფერხებული ან შეჩერებული ნეიროგენეზის პროცესი აჩვენეს. ჰიპოკამპუსი ტიპიურად გამოიმუშავებს ახალ უჯრედებს. ინდივიდის მთელი სიცოცხლის მანძილზე და დამახსოვრების უნარს განაპირობებს. ამავე დროს, გარდა შეჩერებული ნეიროგენეზისა და მეხსიერების დაკარგვისა, მეცნიერების გუნდმა აღმოაჩინა სისხლის თეთრი უჯრედების, განსაკუთრებით კი მონოციტების მკვეთრად დაქვეითებული დონე სისხლში, თავისა და ძვლის ტვინში.

 

ამ გზით, მეცნიერებმა მიაკვლიეს რომ დაქვეითებული მონოციტების მარკერი – Ly6Chi იდგა სწორედ შეჩერებული ნეიროგენეზის და გაუარესებული მეხსიერების უკან.

 

მეორე კვლევაში, მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს თაგვების ორი ჯგუფი, ერთი – რომლებიც არ იყვნენ ნამკურნალევი და არ უკეთდებოდათ ანტიბიოტიკები და მეორე ჯგუფი, რომელთაც ჯანმრთელი ნაწლავური ფლორა ჰქონდათ მაგრამ ამასთან აღენიშნებოდათ დაქვეითებული მონოციტების Ly6Chi სხვა დამოუკიდებელი მიზეზებისდა გამო. გაირკვა რომ მეორე ჯგუფში შემავალ თაგვებს მეხსიერების დაქვეითება და შეჩერებული ნეიროგენეზი აღენიშნებოდათ ისევე როგორც თავდაპირველ კვლლევაში შესულ თაგვებს, რომელთაც ხელოვნურად გაუნადგურეს ნაწლავური ფლორა ანტიბიოტიკების რეჟიმში. უფრო მეტიც, როდეს მეცნიერებმა მონოციტების მარკერის დონე გააუმჯობესეს, მემხსირების და ნეიროგენეზის პროცესი აღდგა.

 

"ჩვენთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა იმის აღმოჩენა რომ მონოციტების რომლებიც პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემის მიმართულებით მოძრაობენ , მიკროფლორის დარღვევის შედეგად კომუნიკატორის რლს ასრულებენ,’’ -ამბობს ვულფი.

 

აბედნიეროდ, ანტიბიოტიკების არახელსაყრელი გავლენა შექცევადია და შეიძლება გამოსწორდეს. თაგვები რომლებსაც პრობიოტიკებს უკეთებდნენ ან ბორბალზე ავარჯიშებდნენ ანტიბიოტიკების მიღების შემდეგ აღიდგენდნენ მეხსიერებას და ნეიროგენეზს.

 

"პრობიოტიკების ზეგავლენის მნიშვნელობამ მონოციტებზე, ნეიროგენეზსა და კოგნიტიურ პროცესებზე გასაოცარი განცვიფრება გამოიწვია ჩემში,’’ - ამბობს ქალბატონი ვულფი.

 

მომავალში, აღნიშნული კვლევის ავტორები გაფართოებული კვლევის ჩატარებას გეგმავენ პრობიოტიკების შორეულ ეფექტებზე, აღადგენს თუ არა პრობიოტიკების ადმინისტრირება ნეიროგენეზის პროცესს და ფსიქიატრიულ დარღვევებს. ‘’ ჩვენ შევძლებთ მთლიანობაში შევაფასოთ განწობა, ფსიქიატრიული სიმპტომები, მიკროფლორა და იმუნური სისტემის მდგომარეობა პრობიოტიკების დანიშვნამდე და მის შემდეგ,’’ - აღნიშნავს პროფ. ვულფი.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge