Powered by Jasper Roberts - Blog

13:09 31.08.2016
ასტეროიდმა დედამიწას მცირე მანძილით ჩაუარა

ამერიკის კოსმოსის კვლევის სააგენტო ნასა-მ ასტეროიდი დედამიწასთან მოახლოებამდე მხოლოდ 3 საათით ადრე დააფიქსირა. QA2 ასტეროიდმა დედამიწას მთვარემდე მანძილის მეოთხედზე ნაკლებით ჩაუარა, რაც ხელოვნური სატელიტის მანძილის ტოლია.


ნასა-ს განცხადებით, არაორდინალური ორბიტირების გამო ასტეროიდის დაფიქსირება უფრო ადრე ვერ მოხერხდა. 2013 წელს კონგრესმა დაავალა სააგენტოს 2020 წლამდე აღმოაჩინოს 130 მეტრზე დიდი დიამეტრის მქონე ასტეროიდების 90%. აღნიშნული ამოცანის შესრულებისგან ნასა ჯერ კიდევ საკმაოდ შორს არის, რის მიზეზადაც სააგენტო დაფინანსების უკმარისობას აბრალებს.


ნასა-ს თქმით, ამ დრომდე ჩვენს პლანეტას უმართლებდა, რომ დამანგრეველი ასტეროიდების უმრავლესობას ნასა აფისრირებდა, თუმცა მომავალში მხოლოდ დროის საკითხია, რომ დაუფიქსირებელი ასტეროიდი დედამიწას შეეჯახოს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge