Powered by Jasper Roberts - Blog

16:04 30.08.2016
როგორ დავიცვათ თავი სიმსივნისგან – ცნობილი ონკოლოგის რეკომენდაციები

სიმსივნის პროფილაქტიკის ფონდის დირექტორმა და ცნობილმა ონკოლოგმა ილია ფომინცევმა საერთაშორისო კვლევების შედეგები გამოაქვეყნა. რა იწვევს რეალურად სიმსივნეს და რა უნდა გავაკეთოთ, რომ ყველაზე გავრცელებული და სასტიკი დაავადებისგან თავი დავიცვათ?



წითელი ხორცის აქტიურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს სწორი ნაწლავის სიმსივნის განვითარება. ვეგეტარიანელები ნუ იჩქარებენ სიხარულის ყიჟინის დაცემას – ხორცზე სრულიად უარის თქმა ასევე იწვევს არანაკლებ სერიოზულ პრობლემებს.



სარძევე ჯირკვლის კიბო ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეა. შესაბამისად, რაც უფრო იშვიათად აქვს ქალს მენსტრუალური ციკლი, მით უკეთესია. ამგვარად, ხშირი მშობიარობა რისკს ამცირებს. გასული საუკუნის დასაწყისში გაცილებით მეტი მრავალშვილიანი ოჯახი იყო, სიცოცხლის განმავლობაში კი ქალს დაახლოებით 100 მენსტრუალური ციკლი ჰქონდა. ახლა მათმა რიცხვმა 600-ს მიაღწია. დაახლოებით ამდენჯერ მოიმატა სარძევე ჯირკვლის სიმსივნით დაავადებულთა რიცხვმა.



მეცნიერები აქტიურად შეისწავლიან კავშირს მობილური ტელეფონის გამოყენებასა და თავის ტვინის სიმსივნეს შორის. ჯერჯერობით ზუსტად ეს ვერ დადგინდა, თუმცა მაინც მოუწოდებენ ადამიანებს, ძილის დროს მაინც მოიშორონ მობილური ტელეფონები და სადმე შორს მოათავსონ.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge