Powered by Jasper Roberts - Blog

10:43 24.08.2016
გორის რაიონის სოფელ სობისში ადგილობრივის ქერის მოსავალს ოკუპანტები იღებენ

გორის რაიონის სოფელ სობისის განაპირას, დღეს დილიდან შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ.  აღნიშნულმა პირებმა სობისში მცხოვრებელი შალვა ჩილინდრიშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის აღება დაიწყეს. 


შეიარაღებულმა პირებმა ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი სახნავ-სათესი ფართობი "საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს". 


"ჩემი ოჯახი წლებია ამ მიწის ნაკვეთს ფლობს. რა თქმა უნდა, ეს საქართველოს ტერიტორიაა და ამჟამადაც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. თუმცა ოკუპანტები ჯერ კიდევ შარშან მოვიდნენ და გვითხრეს, რომ ჩემი ბაღის ნახევარი ანუ 6 ჰექტარი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზეა მოქცეული. მთელი წლის განმავლობაში ვამუშავებდი ბაღს, უამრავი თანხა გავიღე, რას წარმოვიდგენდი, რომ ასე შემომეჭრებოდნენ ბაღში? მოიყვანეს კომბაინი და ჩემი ქერის მოსავალს იღებენ. მე კი ბაღში შესვლის უფლებას აღარ მაძლევენ. ამ ფართობზე დაახლოებით 20 ტონა მოსავალი უნდა მიმეღო", - განაცხადა შალვა ჩილინდრიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge