Powered by Jasper Roberts - Blog

11:32 18.08.2016
„ძალიან მალე, მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის დღეს არის“ - ილუმინატის აღსარება

ეს გახლავთ მომაკვდავი ილუმინატის აღსარება, მან საჯაროდ განაცხადა იმ გეგმების შესახებ, რომელთა განხორციელება დაწყებულია და ქვემოთ მოყვანილ პუნქტებში ადვილად წარმოსადგენი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის!


პუნქტი 1. ომი ირანის წინააღმდეგ უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება და მთელს მსოფლიოს მოედება. ეს იქნება უეცარი დარყმა, რომელიც ძალიან მალე მესამე მსოფლიო ომში გადაიზრდება. ამ სამხედრო-პოლიტიკურ პროვოკაციას მილიონობით ადამიანი შეეწირება.


პუნქტი 2. ამერიკულ დოლარს “სული ამოხდება”. ვალუტები გაუფასურდება, რადგან მსოფლიო საიდუმლო მთავრობა დააკანონებს ახალ მსოფლიო ვალუტას. ძალიან მალე, მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც ის დღეს არის. გამოიტანე შენი ფული ბანკიდან და გამოიყენე სწრაფად და გონივრულად! ახალი, გლობალური მსოფლიო ვალუტა მალე გამოჩნდება და ევროც დაეცემა. ოქროსა და ვერცხლის ღირებულება დღემდე არნახულ ასტრონომიულ ფასს მიაღწევს. ჩინეთი მსოფლიო მთავრობის ყურმოჭრილი მონა იქნება და დედამიწაზე ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარებას გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ფინანსთა მინისტრი ტიმოტი გეიტნერი, ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი – კევინ რადი თავისუფლად ლაპარაკობენ ჩინურად. მოვლენები დედამიწის მოსახლეობის კონტროლის შესაბამისად განვითარდება. ამისთვის შემოიტანენ სავალდებულო RFID ჩიპებს *(Radio Frequency IDentification, რადიოსიხშირული იდენტიფიკაცია. უფრო დაწვრ. იხ. ვიკიპედია:http://ru.wikipedia.org/wiki/RFID ან საიტზე: http://www.datakrat.ru/tehnologii_3.html). ადამიანთა მასები ისეთ სიღარიბემდე მივლენ, რომ აჯანყების თავიც არ ექნებათ. გარდა ამისა, გამოიყენებენ HAARP-ის საიდუმლო, ფსიქოტრონულ იარაღს, რომელსაც ჰიპნოზის ეფექტი აქვს. ადამიანები უცნაურ, მოდუნებულ მდგომარეობაში ჩაიძირებიან. ეს იარაღი შეასუსტებს მათ ნებისყოფას, რომლის შედეგად ადამიანთა უმეტესობას ინერტული განწობა დაეუფლება.


პუნქტი 3. ჩინეთი საოცრად გაძლიერდება! ის წარმოადგენს ახალ მსოფლიო მთავრობასა და პოლიციურ სახელმწიფოს. ამერიკული ლიდერობა მესამე ქვეყნების დონეზე ჩამოქვეითდება. ოქრო და ვერცხლი – ის საშუალებაა, რისი იმედიც შეიძლება გვქონდეს. შეისყიდეთ ოქრო და ვერცხლი. ილუმინატები ძალიან მალე დაიწყებენ ბანკების გაკოტრებას. ჩვენ მივისწრაფვით ისეთი კრიზისისკენ, სადაც ყველანი უკიდურესად გაღარიბდებიან. გვინდა თუ არა, მრავალ ჩვენგანს მოუწევს მიუბრუნდეს გლეხურ ყოფას, რადგან სიღარიბის გამო ქალაქებში ცხოვრება შეუძლებელი გახდება. ინვესტიციებისა და უძრავი ქონების იმედი ნუ გექნებათ, რადგან ადამიანებს სახლების შესყიდვის შესაძლებლობა არ ექნებათ, რის გამოც, ფასები უძრავ ქონებაზე მკვეთრად დაეცემა. მდიდრულად ცხოვრების იმედი ნურავის ექნება, ან მემკვიდრეობით მიღებული ქონებისა და ინვესტიციების, რადგან ეს ყველაფერი იმ დღეს გაქრება, რა დღესაც ყველა ბანკი ერთი-მეორის მიყოლებით გაკოტრდება.


პუნქტი 4. ნავთობი გაძვირდება. ერთი ბარელის ფასი 150-200 დოლარამდე აიწევს. ამაზე დიდ გავლენას მოახდენს რევოლუცია – არაბულ ქვეყნებში, რომლის გამოც გაძვირდება გადაზიდვები, პროდუქტები და ა. შ.


პუნქტი 5. აშშ-ში თუ კრედიტი გადახდილი არ გაქვთ, ბანკს შეუძლია სახლი ჩამოგართვათ. ბანკის ვალი თუ გაქვთ, სასწრაფოდ გადაიხადეთ! თუ გადახდა არ შეგიძლიათ – გაყიდეთ სახლი და იყიდეთ უფრო პატარა, რომლის შესყიდვასაც მოერევით, თუნდაც ეს ქოხი იყოს. მილიონობით ადამიანი დაკარგავს თავის სახლს.


პუნქტი 6. ობამასეული ჯანდაცვის სისტემა – ეს არის მაკონტროლებელი საშუალება, რომლებსაც ბანკირები აკონტროლებენ და სადაზღვევო კომპანიები ახორციელებენ. ეს არის ძალაუფლება, რომელიც კრძალავს იარაღის გამოყენების უფლებას, ევთანაზიას და ა. შ.


პუნქტი 7. აშშ-ს მთავრობამ პანამის არხი ჩინეთს დიდი ხნის წინათ გადასცა. ეს იყო საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოსა (CFR) და სამმხრივი კომისიის (TriLats) (გლობალისტების ცნობილი ორგანიზაციები) სტრატეგია.


პუნქტი 8. ყველა ბერძნული პორტი ჩინეთის მფლობელობაშია.


პუნქტი 9. მთელი ბუნებრივი რესურსების 90%, მინერალები, ტექნოლოგიები, იარაღი და ა. შ. ასევე ჩინეთის მფლობელობაშია. აშშ-ს არმიისთვის იარაღის დეტალების 80%-ს ჩინეთი ამზადებს. ამერიკა ჩინეთის კმაყოფაზეა.


პუნქტი 10. ჩინეთის მფლობელობაშია ავსტრალიის მაღაროების ნახევარი. ის წიაღისეულის მოპოვებას აკონტროლებს აფრიკაში, ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და კანადაში. ჩინეთი ფლობს მინერალების მსოფლიო მარაგის 90%. ის მონოპოლისტია.


პუნქტი 11. ჩინეთი ყიდულობს და ყიდის მსოფლიოს ყველა ქვეყნის ვალუტას.


პუნქტი 12. რუსეთი არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის უდიდესი მწარმოებელი. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ჩინეთსა და რუსეთს. აშშ ვერასოდეს მოიგებს ომს მათ წინააღმდეგ, რადგან ამერიკამ მთელი წარმოება ჩინეთში გადაიტანა, სადაც აწარმოებენ ყველაფერს, რაც აშშ-ს სჭირდება.


პუნქტი 13. ახალი მსოფლიო წესრიგის მომხრეებს, ელიტასა და გლობალისტებს კრიზისის გაღვივება სურთ ახლო აღმოსავლეთში. ბანკები Goldman Sachs Bank, IMF და City Bank უკვე არსებობენ ირანში და ე. წ. “შავი გასასვლელიდან” ძირს უთხრიან ფინანსურ სიტუაციას, ვიდრე ომს დაიწყებდნენ ირანის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ამერიკა და ევროპა ირანში ჰყიდდა კომპიუტერებს, რომლებიც შეიცავდნენ ვირუსებს და კომპიუტერულ “ჭიებს”. ეს წინასწარგანზრახული დარყტმა იყო ირანის წინააღმდეგ. სამხედროები მზადყოფნაში არიან. ომი ირანთან შესაძლოა ძალიან მალე დაიწყოს.


პუნქტი 14. პროექტი “ეშმაკის მისია”. მომაკვდავმა მაგნატმა თქვა: “ახალი მსოფლიო წესრიგის სრულ ძალაუფლებაში შესასვლელად საჭიროა ღმრთის უარყოფა”. სატანის მისია ნიშნავს გარყვნილებას, ყოველივე ბუნების საწინააღმდეგო ქმედებას, რადგან მათ, ანუ ილუმინატებს, ქრისტიანულ სამყაროში არ ძალუძთ ეშმაკის მისიის დამკვიდრება. ახლა ჩვენ ვხვდებით რაში სჭირდებათ მათ ჰომოსექსუალიზმი, აბორტები, ევთანაზია, პორნოგრაფია, გარყვნილი და თითქმის განშიშვლებული ჩაცმულობა, ოკულტიზმი და მაგია. ეს ყველაფერი კაცობრიობას საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით მოახვიეს, რათა მოამზადონ ანტიქრისტეს მოსვლა.


პუნქტი 15. ილუმინატები, წარმოადგენენ სისტემას, სადაც იქნება მხოლოდ ერთი მსოფლიო რელიგია. ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს – მასონები აფინანსებენ. მასონები უღმრთო ხალხია. მასონი ორგანიზატორები არიან: როკფელერი, კარნეგი და Fond Foundation. მიაქციეთ ყურადღება, რომ რელიგიური ორგანიზაციები – ეს არის გასაღები, რომლის მეშვეობითაც შემოდის დამახინჯებული ოიკუმენა.


პუნქტი 16. აშშ-ს ზოგიერთ ოლქში ძალაში შევიდა კანონები, რომლებიც ადგილობრივ პოლიციელს უფლებას აძლევს, მაგალითად, პასუხისგებაში მისცენ პასტორი, თუ ის ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ იქადაგებს. მას ეს ადამიანის უფლებების დარღვევად და სქესობრივ უმცირესობათა დისკრიმინაციად ჩაეთვლება. ეს კანონები და პოლიციის ჩარევა რელიგიის საქმეებში იმისთვის ხორციელდება, რათა შესაძლებლობა მიეცეთ დახურონ ეკლესიები, როგორც ეს ჩინეთში მოხდა.


პუნქტი 17. მომაკვდავმა ნავთობბარონმა თქვა: “მასონებს ექნებათ საკუთარი სახალხო მედია არხი, რომელიც ახალი მსოფლიო წესრიგის მებაირახტრე იქნება!” და ეს უკვე ხორციელდება. ელიტა აკონტროლებს ჩინეთისა და რუსეთის ყველა მედია არხს, ასევე აშშ-ს პრეზიდენტსა და კონგრესს.


აშშ-ს კონგრესი ცდილობს, მოიპოვოს კონტროლი ინტერნეტზე (Cyber Security Act) და დააწესოს გადასახადი ნახშირორჟანგზე, რომელსაც ავტომობილების მფლობელებს დააწერენ. ამერიკელი გადამხდელებისგან იღებენ 3 ტრილიონამდე დოლარს, რომელსაც დიდ ბანკებს აძლევენ. მაშინ დიდი ბანკები შეისყიდიან მცირე ბანკებს, რითაც დაამყარებენ კონტროლსა და მონოპოლიას. ამგვარად, მცირე ბანკები ვერ იხსნიან ეკონომიკას. ამ თამაშს “კონტროლი” ეწოდება. მათ სურთ ჩვენი ფინანსების, სახლების, მანქანების და მთელი თქვენი ცხოვრების გაკონტროლება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge