Powered by Jasper Roberts - Blog

12:23 17.08.2016
“კიბო ვერ შემაჩერებს!” – ფოტოსესია, რომელიც შეგძრავთ

17 წლის ამერიკელ გოგონას ანდრეა სიერა სალაზარს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს მას მერე, რაც ყელზე პატარა ბურთის ზომის გამაგრება შენიშნა და ექიმებს მიმართა. ლიმფომის მეორე სტადია აღმოაჩნდა. გამოსავალი ერთადერთი იყო – ქიმიოთერაპია, რომელმაც ბედნიერი გოგონას ცხოვრება მოულოდნელად შეცვალა.

მკურნალობის გამო ანდრეა სკოლას აცდენდა, ამიტომ თავი რომ გაერთო, სახლში მოდელობდა. ქიმიის გამო თმა დასცვივდა და სხვადასხვა პარიკის მორგების შემდეგ ფოტოებს იღებდა. თუმცა ყველა გოგონასავით მასაც გაუჩნდა კომპლექსები გარეგნობის გამო: “სარკეში რომ ვიყურებოდი, მეშინოდა. თავდაჯერება სულ წამერთვა და საკუთარი თავის დანახვა აღარ მინდოდა...” – ამბობს ანდრეა.

გოგონას მშვლელელად დედა გამოუჩნდა, რომელმაც მისი ფოტო და ამბავი მასზე, სამოდელო სააგენტოებში დაგზავნა. აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანი მზად იყო ეთანამშრომლა ნორჩ მოდელთან, რომელიც სიმსივნეს ებრძვის.

ერთმა ფოტოგრაფმა კი გოგონა დაარწმუნა, პარიკის გარეშე გადაეღო. ანდრეამ გაბედა და გამოვიდა ფოტოსესია, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება ხვდა. ფოტოები ანდრეამ სოციალურ ქსელში ასეთი წარწერით გამოაქვეყნა: “სიმსივნე ვერ შემაჩერებს, რომ პრინცესა ვიყო!”

იხილეთ ფოტოები:

ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge