Powered by Jasper Roberts - Blog

22:24 11.08.2016
ქობულეთში კუმისელი მოჩვენება გადაიღეს

ქობულეთის „ფეისბუქის“ გვერდი სტატუს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ღამის პირველ საათზე, ორმა დამსვენებელმა რეიკი შენიშნა. ასევე მოსახლეობას რამოდენიმე დღეა უცნაური ხმები აწუხებდათ, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ. 

„ძალიან ცუდია რომ ზაფხულის ასეთ კარგ დღეებში ამ საშინელ ამბავს გატყობინებთ მაგრამ ეს სიმართლეა. ქალაქ ქობულეთში შენიშნეს კუმისელი რეიკის მსგავსი არსება რომლის ერთადერთი ფოტო პირველ სურათზე ჩანს. ის სანაპიროზე შენიშნეს ღამით. ე.წ. აღმაშენებლის სამასიან ნომრებთან. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, ორი თვითმხილველი ამბობს რომ ის ძალიან ჰგავდა რეიკს რომელიც კუმისშია და ასეთი რამ მხოლოდ ინტერნეტში ჰყავდათ ნანახი. მას ძალიან გრძელი ხელები,კბილები და მანათობელი თვალები ჰქონდა. 

დამსვენებლები და ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ რამოდენიმე დღეა უცნაური ხმები აწუხებდათ და ძალიან აშინებდათ, მაგრამ ამას ყურადღებას არ აქცევდნენ, დღეიდან კი ალბათ მშვიდად ვეღარც დაიძინებენ. რამოდენიმე დამსვენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი უცნაური ხმები გვიან ღამით ისმოდა ფიჭვნარშიც. საქმეში პოლიციაა ჩართული და მოჩვენების აღმნიშვნელი ნივთმტკიცებებიც არსებობს. ძალიან სამწუხაროა მაგრამ მოჩვენება რეიკმა კუმისის და ბოლნისის შემდეგ ქობულეთშიც ჩამოაღწია." – ნათქვამია ქობულეთის ფეისბუქის გვერდზე.

ETANEWS

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge