Powered by Jasper Roberts - Blog

16:44 10.08.2016
ვინ არის თბილისელი სტილისტი,რომელმაც ახლგაზრდობის ელექსირი მოიგონა - ნახეთ მისი საოცარი შედეგები

რუსეთში მას ხშირად ქართველ სტილისტად მოიხსენიებენ. ანარ აგაკიშიევი წარმოშობით აზერბაიჯანელია, თუმცა საქართველოშია გაზრდილი და თბილისიდან წავიდა მოსკოვში, სადაც საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. მას ნიჭიერ ვიზაჟისტად და პარიკმახერად იცნობენ.

 ყველაზე მეტ აღტაცებას კი მისი მაკიაჟი იწვევს. ანარი არა მხოლოდ ახალგაზრდებს უკეთებს საოცარ მაკიაჟს, არამედ განსაკუთრებულად აინტერესებს 45 წელზე უფროსი ქალბატონები, რომლებსაც სრულიად სხვა სახეს სძენს და აახალგაზრდავებს რამდენიმე ათწლეულით. მის მაკიაჟში ქალები მართლაც ახალგაზრდავდებიან და ხშირად ხუმრობენ კიდეც, რომ ანარმა ახალგაზრდობის ელექსირი გამოიგონა.

მის კლიენტებს შორის ბევრი ცნობილი ადამიანია, თუმცა თავად ამბობს, რომ ყველაზე დიდ სიამოვნებას ჩვეულებრივი ქალბატონების გარეგნობაზე მუშაობა ანიჭებს.

ავტორ(ებ)ი : მოვლენები.ge