Powered by Jasper Roberts - Blog

16:36 10.08.2016
ამ კვირაში დედამიწა ათწლეულის ულამაზეს ვარსკვლავთცვენას იხილავს!

ამ კვირაში ათწლეულის ულამაზესი ვარკვლავთცვენა იწყება.


მეტეორიტების წვიმა, არის უნიკალური და ულამაზესი სანახაობა. ე.წ პერსეიდის ნაკადის ნახვა, ყოველ წელსაა შესაძლებელი, თუმცა ეს სანახაობა წელს განსაკუთრებული იქნება.


წელს ეს მოვლენა განსაკუთრებულად ლამაზი იქნება, ამბობენ „ნასაში“. როგორც „ნასას“ ექსპერტი, ბილ კუკი, აცხადებს, 80 ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ნაცვლად, ჩვენ 200-ს დავინახავთ. ეს ნიშნავს, რომ ღამის ცა უბრალოდ ანთებული იქნება მანათობელი სხივებით. წარმოიდგინეთ რამდენი რამის ჩაფიქრება შეიძლება!
მეტეორიტების ცვენის პიკი 12 აგვისტოს იქნება და იქი 24 რიცხვამდე გაგრძელდება. თუ თქვენ კარგი სურათების გადაღება გსურთ, მაშინ 18 აგვისტო ყველაზე კარგი დროა ამისთვის.


როგორ დავიანხოთ ვარსკვლავთცვენა?


ამ კვირაში დედამიწა ათწლეულის ულამაზეს ვარსკვლავთცვენას იხილავს
• შეამოწმეთ ამინდი: ვარკსვლავების დასანახად, მხოლოდ ორი რამაა საჭირო, მოწმენდილი ცა და თქვენი თვალები.


• აარჩიეთ თქვენთვის გარემო: აარჩიეთ ადგილი ქალაქის შუქებისგან შორს.


• ელოდეთ: წაიღეთ რაიმე რაზეც დაჯდომა ან დაწოლა იქნება შესაძლებელი, კარგად მოეწყვეთ და მოემზადეთ სურვილების ჩასაფიქრებლად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge