Powered by Jasper Roberts - Blog

16:46 09.08.2016
როგორ გამოიყურება ქალი, რომელმაც 30 წლის მანძილზე პირველად მიიღო შხაპი - უცნაური ამბები

დონა მაკმონაჰი უარს ამბობდა შხაპის მიღებაზე და რამდენიმე საათს ხარჯავდა სხეულის ხელსახოცებითა და კოსმეტიკური საშუალებებით გაწმენდაზე. მას უჩვეულო შიში ჰქონდა შხაპის მიმართ, რომელიც ხუთი წლის ასაკში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა. 

“წყლის სასრიალოზე ვიდექი და სხვა ბავშვმა მიბიძგა ქვემოთკენ. რომ მოვდიოდი, ვფიქრობდი, მამა ვერ მოასწრებდა, რომ დამხვედროდა ქვემოთ, ვერ დამიჭერდა და დავიხრჩობოდი. მას მერე ყოველ ჯერზე, როცა კი წყალზე გავიფიქრებდი, საშინელი შიში მეწყებოდა”, - ჰყვება ქალი.


35 წლის ასაკში ამ შიშის დაძლევაში ქალს ჰიპნოზი დაეხმარა. ჰიპნოზიორის რამდენიმესაათიანი ვარჯიშის შემდეგ მან შიში დაძლია და წყალში შევიდა.



მის ამბავს ხშირად აშუქებდა მედია, ამიტომ შიშის დაძლევის ფაქტი და შხაპის მიღება 30 წლის შემდეგ, ნამდვილ მოვლენად იქცა.

ავტორ(ებ)ი : movlenebi.ge