Powered by Jasper Roberts - Blog

11:12 09.08.2016
მეგან ფოქსის სასწაულმოქმედი დიეტა

წლებია, მეგან ფოქსი საოცარ ფორმაშია. შვილის დაბადების შემდეგაც ადვილად დაიბრუნა უწინდელი წონა და როგორც ამბობს, ყოველთვის, როცა სულ რამდენიმე კილოგრამს მოიმატებს, ერთ ეფექტურ დიეტას იცავს.

ამისთვის თურმე მხოლოდ და მხოლოდ ვაშლის ძმარს იყენებს. ერთ ჭიქა წყალში ხსნის ორ ჩაის კოვზ ძმარს და ამ ნარევს სვამს. მისი აზრით, ეს სითხე უქრობს ტკბილეულისადმი ლტოლვას და უქვეითებს მადას, აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და ასუფთავებს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან.

თუმცაღა ექიმები ამბობენ, რომ ასეთი ნაზავი უკუნაჩვენებია იმ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს მოწესრიგებული საჭმლის მომნელებელი სისტემა ან აქვს კუჭის პრობლემები. 

ავტორ(ებ)ი : etanews.ge