Powered by Jasper Roberts - Blog

16:05 05.08.2016
ზაფხულის ტრენდები 2016

მოდური ქალბატონისთვის ყველა სეზონი საყვარელია, ყველას თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს, თუმცა ზაფხული მაინც განსაკუთრებულია . ნამზეურ სხეულზე მოდური ლუქის წარმოჩენა სულ სხვა შეგრძნებაა. მოდური ტრენდების საკუთარ სტილზე მორგება მოდური ქალბატონის პრიორიტეტია, ამისთვის კი გარკვეული რჩევებია საჭირო. 2016 წლის მოდური ტრენდები ზაფხულისთვის, მოგცემთ საშუალებას განსხვავებული ლუქი შექმნათ და უპირველესყოვლისა, თავი კომფორტულად იგრძნოთ.
წარმოგიდგენთ 10 გამორჩეულ ტრენდს. 

#1 სპორტული სტილი 2016 წლის ზაფხულს იპყრობს. მოდური სპორტული კომბინიზონები და ბომბერ ქურთუკები წლის საზაფხულო ტრენდია.

#2 დაბალქუსლიანი მოდური ფეხსაცმელები ზაფხულში თავს კომფორტულად და სასიმოავნოდ გაგრძნობინებთ.

#3 2016 წლის ყველაზე გამორჩეული ტრენდი ბომბერ ქურთუკებია, მას ყველგან შეხვდებით, ყველა მოდური ქალბატონის გარდერობში.

#4 ამ ზაფხულს მხრების გამოჩენა მოდური ქალბატონის ერთ-ერთი ხერხია, იყოს ყველგან გამორჩეული.

#5 Vetements-ის ეფექტი - დეკონსტრუქციული ჯინსები წლის საზაფხულო ტრენდია.

#6 საზაფხულო ტრენდული აქსესუარი მეტალით გაწყობილი ჩანთაა, რომელიც ნამდვილად ყველასგან გამოგარჩევთ.

#7 სპორტული ფეხსაცმელნი უკვე უნივერსალურია, მას ნებისმიერ სტილზე მოირგებთ. დამღლელი სამუშაო დღის თუ დასვენების დღეს, ის თქვენი ლუქის განურჩეველი ნაწილი იქნება. 

#8 Olivia Palermo, Kendall Jenner, Gigi Hadid, ეს იმ მოდური ქალბატონების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ლუქებში ხშირად წარმოჩინდა ყელსაბამები, წვრილი თასმები ბაფთის ფორმითა და უბრალოდ წვრილი ჯაჭვები. 2016 წლის ტრენდულ ლუქში ყელსაბამი არ დაგავიწყდეთ. 

#9 ზღვის სეზონი დაწნული აქსესუარის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე როგორც მოდური ქალბატონის გარდერობი მის გარეშე.

#10 გადაჭრილი შარვლები ფართო ბოლოებით მოდური ქალბატონისთვის საყვარელი და კომფორტული სამოსია. გამოკვეთეთ თქვენი სიმაღლე და წარმოაჩინეთ თქვენი მოდური ხედვა ტრენდული სამოსით. წინ სასიამოვნო და საინტერესო ზაფხული გელით. 

ავტორ(ებ)ი : წყარო:angel.ge