Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

შენ. შენი ღიმილი. შენი თვალები. შენი ჯიუტი კულული. რომელიც მამისგან გამოგყვა. მამას კი დედისგან.

 

როგორც გამოიყურები, როცა მისმენ… და როცა ცდილობ არ მისმინო… როგორც იცინი ცუდ ხუმრობაზე… და მალავ სახეს, როცა მოწყენილი ხარ… როგორც იყურები, სანამ მაკოცებდე. და როცა ამბობ, მიყვარხარ… შენ ძალიან პრინციპული ხარ, ოღონდ ამ პრინციპების დარღვევაში… და შენს მშვენიერ სამყაროში წესრიგი და ქაოსი სულაც არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.

 

რამდენი წელია გიცნობ და მაინც ახერხებ ჩემს გაოცებას. ყოველ დილით… სცდი ჩემს ნერვებს….

 

ამ ყველაფრისთვის… მიყვარხარ!


სიყვარულია სილამაზის შემოქმედი!

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge