Powered by Jasper Roberts - Blog


 

 

14:48 30.07.2016
„მოვლილი ქალი ყოველთვის აღწევს იმას, რასაც ხალათიანი ვერასოდეს მიაღწევს“– ეველინა ხრომჩენკო

ეველინა ხრომჩენკო ცნობილი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი და მწერალია, ის "სტილის დედოფლად" არაერთხელ უღიარებიათ. ხრომჩენკო ჟურნალის, l'Officiel რედაქტორია, რომელიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში იბეჭდება. ეველინა ყოველთვის პირდაპირობით გამოირჩევა. გთავაზობთ მის რამდენიმე ციტატას, რომელიც გარკვეული დასკვნების გამოტანაში დაგეხმარებათ:



1. მოდა ეს ბუმბულები და სტრაზები კი არა, ტანზე კარგად მომჯდარი ქვედაბოლო და შარვალია, რომელიც თქვენს ფეხებს ვიზუალურად აგრძელებს.

 

2. როდესაც ქალი ხელში ახალ ჩანთას იკავებს, მისი ცხოვრება იცვლება.


3. უნდა დაიჯეროთ, რომ უკეთესს იმსახურებთ, ცუდი ამბების მოსმენას თავი აარიდეთ, მუდმივად მოწუწუნე ადამიანებთან ურთიერთობა გაწყვიტეთ, რადგან ყოფითი პრობლემები გადამდებია. უბრალოდ, ბევრი იმუშავეთ და ყველაფერი გამოგივათ. გადაწყვეტილების მიღება ძალიან იოლია: მსუქანი ხართ? ნაკლები ჭამეთ! უფლისწულის ლოდინმა დაგღალათ? პირველ რიგში, საკუთარი თავი შეიყვარეთ და სულ მალე, თეთრ ცხენებზე ამხერდებული უამრავი უფლისწული მოგაკითხავთ. ყველაფერს მარტივად შეხედეთ და ახალი ფეხსაცმლის ყიდვაც არ დაგავიწყდეთ!


4. კარგ გემოვნებას ყოველდღიური წვრთნა სჭირდება, როდესაც ამას შეწყვეტთ, რამდენი წლისაც არ უნდა იყოთ, 19-ის თუ 75-ის, ჩათვალეთ, რომ დაბერდით.


5. ქალი შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. მთავარია, გახსოვდეთ: მსუქანი კი არა, მადისაღმძვრელი, გრძელი კი არა, წარმოსადეგი, გამხდარი კი არა, ტანადი, დაბალი კი არა, მინიატურული, დააფასეთ ის, რაც ღმერთმა მოგცათ!


6. თუ ჩვეულებრივ სამოსს არჩევთ, თქვენი ცხოვრებაც ჩვეულებრივად წარიმართება. დამეთანხმებით, ეს ძალიან უინტერესოა. ქალს გარდერობში აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამოსი „საკუთარი თავისთვის“, უმჯობესია, თუ პასტელის ფერებს შეარჩევთ.


7. თუ კონფლიქტისთვის თავის არიდება შესაძლებელია, უკონფლიქტო ვარიანტს ავირჩევ, მაგრამ თუ არა, დამიჯერეთ, ბრძოლა კარგად მეხერხება!


8. მოვლილი ქალი ყოველთვის აღწევს იმას, რასაც ხალათიანი ვერასოდეს მიაღწევს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge