Powered by Jasper Roberts - Blog

მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დღის განმავლობაში 8 საათი უმოძრაობა ნაადრევი სიკვდილის რისკს 60%-ით ზრდის. მათი თქმით, ფიზიკურად უმოქმედო ცხოვრების სტილი ისეთივე დამღუპველია, როგორც მოწევა და ჭარბი წონა. ამიტომ, ოფისში მომუშავე პერსონალმა დღეში სულ მცირე, ერთი საათი უნდა ივარჯიშოს და დაისვენოს ყოველ საათში ხუთი წუთით.

კემბრიჯის და ნორვეგიის სპორტული სკოლის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ერთისაათიან ფიზიკურ აქტივობას დაძაბული სამსახურით გამოწვეული სტრესის აღმოფხვრა შეუძლია.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ კომპიუტერთან გატარებული მრავალი საათი სამსახურში და შემდგომ სახლში ტელევიზორის ყურება ფატალურ შედეგებს იწვევს, ამიტომ ისინი მოუწოდებენ მთავრობებს, შეცვალონ პოლიტიკა და წაახალისონ ჯანსაღი ცხოვრების სტილი.ნ მაგალითად, გაზარდონ ავტობუსის გაჩერებებს შორის მანძილი, რათა მოსახლეობას მეტი ფეხით სიარული მოუწიოს.

 

მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით, 45 წელს ზემოთ მყოფი იმ ადამიანების სიკვდილიანობის რისკმა, რომლებიც დღის განმავლობაში 8 საათს უმოქმედოდ ატარებდნენ, თუმცა დღეში სულ მცირე ერთ საათს ვარჯიშობდნენ, 6.2 შეადგენდა, ხოლო მათმა, რომლებიც იგივე რაოდენობის დროს  ფიზიკური აქტოვობის გარეშე ატარებდნენ და ამასთანავე  5 წუთზე ნაკლებს ვარჯიშობდნენ 9.9 პროცენტი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge