Powered by Jasper Roberts - Blog

 

 

13:26 26.07.2016
ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიხსნა

ყოველწლიური შეხვედრა - ამბასადორიალი გაიხსნა პარლამენტში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ამბასადორიალი გაიხსნა. დიპლომატებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიმართეს. დიპლომატთა შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. ამბასადორიალი ოფიციალური გახსნის შემდეგ, სამუშაო სესიებით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებს, ხელისუფლების მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს განიხილავენ. სესიებზე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები სიტყვით გამოვლენ. დიპლომატთა შეხვედრა 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, სადაც მთავარი აქცენტი სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, ეკონომიკური დიპლომატიის გაძლიერებასა და საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს მეტად პოზიციონირების საკითხებზე გაკეთდება.

ავტორ(ებ)ი : GEOTIMES