Powered by Jasper Roberts - Blog

22:48 21.07.2016
14 წლის ლუკა ირემაშვილს 7 სამეცნიერო ნაშრომის ისტორია

ლუკა თბილისის 24-ე საჯარო სკოლის  მე-8 კლასის მოსწავლეა და თვლის, რომ საკუთარი თანატოლებისგან არაფრით გამოირჩევა. უყვარს სპორტი. დადის ცურვაზე, გატაცებულია კიკ-ბოქსით.  ამბობს, რომ უყვარს გვიან ღამით ხანგძლივი ფიქრი და არ უყვარს  ბევრი კითხვა,.  დღისით  ბევრი თავისუფალი დრო აქვს, რადგან. გაკვეთილების მომზადებაზე  მცირე დრო ეხარჯება. ინფორმაციებს ძირითადად ინტერნეტით ეძებს.  ინტერნეტისვე  წყალობით  ლუკა კარგად ფლობს  ინგლისურ ენას. 

ლუკას ნაშრომებით უკვე არაერთი მეცნიერი დაინტერესდა. 

„როდესაც 12 წლის ასაკში ცნობილი უნივერსიტეტის რექტორების ინიციატივით მიწვევდნენ მოხსენების გასაკეთებლად და ორი საათის განმავლობაში სერიოზული მეცნიერები მისმენდნენ, როდესაც ქვეყნის წამყვანი ტელევიზიები რეგულარულად პირდაპირ ეთერს მითმობენ, უკვე მიანიშნებს იმაზე, რომ ჩემი ნაშრომებით დაინტერესება ძალზე დიდია“ —აღნიშნავს ლუკა. 

რაც შეეხება აღიარებას, ლუკას თქმით, ეს ძალზე რთული თემაა.


 

 

„გაიხსენეთ უდიდესი მოაზროვნის არტურ შოპენჰაუერის სიტყვები: „ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად მას დასცინიან, შემდეგ უხეშად თელავენ და ბოლოს-აღიარებენ როგორც უდავო ჭეშმარიტებას“. მგონი მე ახლა ვიმყოფები პირველ და მეორე საფეხურს შორის. ასე, დიდხანს არ გასტანს“ — აღნიშნა  ლუკამ. 

ამჟამად ლუკა მორიგ წიგნზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაა „12 წლის ქართველი ბიჭი ჩვენი პლანეტის მეცნიერების პირისპირ“. 

„წიგნის დაწერის მიზანია 10-12 წლის ასაკში შესრულებული ყველა ჩემი გამოქვეყნებული შრომების დეტალური ანალიზი. წიგნი განკუთვნილია ძირითადად  იმ მეცნიერებისათვის რომლებიც ორი წლის განმავლობაში მხვდებოდნენ, მისმენდნენ, მეკამათებოდნენ, ინტერნეტ სივრცეში კითხულობდნენ ჩემს შრომებს, მაგრამ შეფასებისაგან თავს იკავებდნენ“- აღნიშნა ლუკამ.


 

ლუკა ათი წლის ასაკში უკვე ერკვეოდა ელექტრონების ძირითად მახასიათებლებში და კვანტური მექანიკის ძირითად დებულებებში. 11 წლის ასაკში კი მან შეამჩნია, რომ ზოგიერთი ელექტრონი ატომის ჩამოყალიბების პროცესში მრავალჯერ იცვლიდა და აღიდგენდა კვანტურ რიცხვებს. 

ლუკა თვლის, რომ მისი წიგნის წაკითხვა ფართო აუდიტორიასაც შეეძლება, რადგან ქართულის გარდა ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ნათარგმნი. 

„წიგნი აღსავსეა სიახლეებით კვანტურ მექანიკაში, ფილოსოფიაში და პალეონტოლოგიაში. რაც შეეხება აღმოჩენებს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ეს აღმოჩენები აბსოლუტურ სიახლეს წარმოადგენს და თავსებადია სამყაროს სიბრძნესთან“- თვლის ლუკა 

ამ შემთხვევაში ლუკას შთაგონების წყარო-არის კვანტური მექანიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურიატის ერვინ შრედინგერის განტოლებების ფილოსოფიური ფესვები.

„წიგნზე მისი გავლენა კოლოსალურია“-აღნიშნავს ავტორი.

ლუკას სურს რომ მისი წიგნი მისმა თანატოლებმაც წაიკითხონ. 

ლუკას ნაშრომების გაცნობა მკითხველს  ვებ გვერდზე  www.researchgate.net შეეძლება. ლუკამ პირველი ნაშრომი აქ 12 წლის ასაკში განათავსა. 

ავტორ(ებ)ი :