Powered by Jasper Roberts - Blog

23:28 20.07.2016
თურმე, აქამდე არასწორად უვლიდი კანს... და აი, რატომ...

ყველა ქალმა იცის, რომ არ შეიძლება შუბლის შეჭმუხვნა, რათა ნაოჭები არ გაჩნდეს; არ შეიძლება ტუჩების ლოკვა, რაც მათ აქერცვლას იწვევს; არ შეიძლება მუწუკების წვალება. მაგრამ ბევრი ჩვენგანი კანის მოვლისას  ისეთ შეცდომებს უშვებს, რომელთა სავალალო შედეგზე წარმოდგენაც კი არ აქვს. 

 

კანის სწორი მოვლა

 

ნუ გამოიყენებთ უხეშ სკრაბებს

დაუშვებელია უხეში სკრაბების ხშირი გამოყენება. ამით სახის კანს ზიანს მიაყენებთ და ნაადრევ დაბერებას გამოიწვევთ. 


ნუ უგულებელყოფთ კანის მოთხოვნილებებს

წელიწადის დროის მიხედვით კანს სხვადასხვაგვარი მოვლა სჭირდება. ზაფხულში მსუბუქი მაკიაჟი უნდა გამოიყენოთ. ზამთარში კარგად დაიცვათ კანი ყინვისგან, ამისათვის უნდა წაისვათ მკვებავი კრემი. 

 

სწორად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები

SPF 100 %-ით დაცვის მქონე საშუალების დღეში მხოლოდ ერთხელ გამოყენებით, რისკავთ, დამწვრობა მიიღოთ. საჭიროა ამ საშუალების ყოველ 2-3 საათში წასმა. 

 

ნუ დაიბანთ სახეს ცხელი წყლით

კანი დაფარულია თხელი დამცავი ფენით და როდესაც ცხელი წყლით იბანთ, ამ ბარიერს ჩამოირეცხავთ. ეს მომავალში კანის სიწითლესა და ქერცვლას იწვევს.

 

ნუ გამოიყენებთ ხშირად დიეტებს

წონაში სწრაფი დაკლება კანზე ცუდად ზემოქმედებს. მტანჯველი დიეტები, თეძოებზე ცხიმის წვასთან ერთად ათხელებს კანქვეშა ცხიმის უჯრედებს, რაც ნაადრევ ნაოჭებს იწვევს. 

ავტორ(ებ)ი : marao.ge