Powered by Jasper Roberts - Blog

16:31 20.07.2016
2016 წლის ივნისი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო

2016 წლის ივნისი თანამედროვე ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე იყო. ამის შესახებ აშშ-ის ოკეანოლიური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველო იტყობინება.

 

ორგანიზაციის ცნობით, გასულ თვეს პლანეტის საშუალო ტემპერატურამ 16,4 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა, რაც XX საუკუნის ივნისის თვეების საშუალო მაჩვენებელზე 0,9 გრადუსით მეტია.

 

აშშ-ის ოკეანოლიური და ატმოსფერული კვლევების ეროვნული სამმართველო ტემპერატურის რეგულარულ მონიტორინგს 1880 წლიდან ახორციელებს. მეცნიერების განმარტებით, გლობალური დათბობა პირველ რიგში, ადამიანური ფაქტორით არის გამოწვეული.

 

გაერო-ს ცნობით, 2030 წლიდან გლობალური დათბობით გამოწვეული შედეგები მსოფლიო ეკონომიკას ყოველწლიურად 2 ტრილიონი აშშ დოლარით დააზარალებს.

 

წყარო

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge